სასწრაფო სამედიცინო დამხარების მედიკოსების ხელფასი შესაძლოა გაიზარდოს. აღნიშნულ საკითხს ამ წუთებში მერიაში მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.
მსჯელობენ ასევე სასწრაფო სამეწდიცინო დახმარების საშტატო ნუსხის თაობაზე. ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებულად იგეგმება.
სასწრაფო სამედიცნო დახმარების ექიმების საათობრივი ანაზღაურება იზრება. შესაბამისად ექიმები დღეიდან ყოველთვიურად თვის ბოლოს გაცილებით მეტ ხელფასს აიღებენ, საუბარია 100-დან 150 ლარამდე, ეს თანხა გადანაწილდება პრიორიტეტების მიხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლები მიიღებენ ასი ლარით მეტ ხელფასს, ხოლო მედიკოსები ყოველთვიურად 150 ლარს სახელფასო დანამატს მიიღებენ.
გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ასევე იგეგმება ტექნიკის განახლებაც. უკვე შეძენილია 13 ერთეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და წლის ბოლომდე სასწრაფო სამედიცნო დახმარების ავტოპარკიც განახლდება.
„ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბრის თვეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში მომუშავე თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი მიიღებს გაზრდილ ანაზღაურებას. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მხრიდან შეძენილი იქნა 13 ერთეული მანქანა, რათა ეს მანაქანები ჩაენაცვლოს და პარკი უფრო მეტად განახლდეს და სასწრაფო სამედიცნო დახმარების ოპერატიულობაც გაიზარდოს",- განაცხადა ნარმანიამ.
მთავრობის სხდომაზე დღეს სულ 5 საკითხს განიხლავენ, ერთი-ერთი საკითხი არის სპეციალური კომისიის შექმნა, რომელმაც კოორდინირება უნდა გაუწიოს სოციალურად დაუცველებისთვის მომსახურების მიღების გაადვილებას. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის შპს „ჰერმესის“ დირექტორის შეცვლის საკითხიც. ცნობილია, რომ სავარაუდო კანდიდატად მიხელ ძაგანია განიხილება.
მასალის გამოყენების პირობები






