ვანში რამდენიმე დღის წინ მომხდარ საზარელი ყაჩაღობის დეტალებზე ისაუბრა დაზარალებული ოჯახის წევრმა ეკა არჩვაძემ. როგორც გადაცემა „არჩევანში“ მან განაცხადა, მომხდარის გამო სოფელი დამნაშავის საქვეყნოდ დაწვას მოითხოვს.
„დამნაშავე, რომელიც ჩემს საკუთარ საძინებელში შემოვიდა მთხოვდა ფულს, ვუთხარი რომ არ მქონდა, რის შემდეგ სახეზე რაღაც დამისვა... ასე გააგრძელა რამდენიმე წუთი. როდესაც ჩემს წამებას მორჩა ოქრო მომთხოვა. მივეცი ოქრო. შემდეგ ჩართო უთო, სამი წუთი აცადა მის გაცხელება, მომკიდა ხელი მიმიყვანა ბავშვის საწოლთან და მითხრა, რომ ბავშვისთვის პირზე ხელი დამეფარებინა. შემდეგ ეს გახურებული უთო დაადო მარჯვენა ხელზე. ბავშვმა სიმწრისგან ფეხები ქნევა დაიწყო“, - ყვება ეკა არჩვაძე.
შეგახსენებთ, საზარელი ყაჩაღობა ვანში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა. გამოძიება ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






