როდის და რა ვითარებაში გადაწყდა ფილმის გადაღება, რატომ შეარჩია რეჟისორმა მაკა ჩიჩუა და როგორ შეაფასა პრეზიდენტმა რეჯისორის ნამუშევარი - ,,ნიუპოსტი“ ექსკლუზიურად ფილმის რეჟისორს ლიკა ციხისელს ესაუბრა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ფილმის გადაღების გადაწყვეტილების მომენტში არც კი იცოდა მაკა ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილის ოჯახური ცხოვრების შესახებ.
_მაკას ვიცნობ ბავშვბიდან, უბრალოდ ძალიან ბევრი წელი არ მყავდა ნანახი, მეორეც ის, რომ ჩემს გმირს ვხედავდი მხოლოდ მაკაში. ჩემი ფილმი ავტობიოგრაფიულია და რატომღაც მივამსგავსე ჩემს თავს... ჩემთვის ყველაზე უმნიშვნელო იყო ის, რომ მაკა პრეზიდენტის მეუღლეა, ალბათ მერჩივნა, რომ ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ასე მოხდა... მოხდა ისე, რომ ძალიან დიდი ხანი ვიყავი თეატრალურ უნივერსიტეტში, ძალიან ბევრ ჩემს სტუდენტს დავხმარებივარ ფილმის კეთებაში, მერე იყო ისე, რომ გავაკეთე ორი დოკუმენტური ფილმი, ამერიკელების შეკვეთით. მეორე ფილმი ახალგაზრდა რეჟისორზე თემურ ჯორჯაძეზე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა და იქ გარდაიცვალა. მერე რატომღაც ისე მოხდა, რომ ასაკთან დაკავშირებით დეპრესიული მომენტი მქონდა და სწორედ ამ დროს დავწერე ეს სცენარი, 10 წუთში დავწერე და მოხდა ისე, რომ რამდენიმე ჩემმა ახალგაზრდა მეგრობარმა, მათ შორის დუტამ (დუტა სხირტლაძემ), მითხრეს რომ აი, რატომ არ გინდა, რომ გადაიღო... ჩემი 350 ლარიანი ხელფასით ფილმს ვერ გადავიღებდი, ეს იდეა კარგა ხანია არსებობს, თუმცა ვერ მოხერხდა რეალიზება იმის გამო, რომ ეს ფილმი არაკომერციულად მიიჩნიეს, თუმც თავიდანვე რომ მეთქვა, ვინ ითამაშებდა, ალბათ არ მიიჩნევდნენ, მაგრამ მე პრინციპულად არ ვამბობდი.
მაკა ბავშვობაში პატარა მახსოვს, დედამისს ვიცნობდი და მოხდა ისე, რომ ერთმა ჩემმა ახლობელმა შემომთავაზა, ისიც შემოქმედია, რომ ხომ არ მოსინჯავდიო... პრინციპულად ვამბობდი, რომ ანა მანიანი მინდათქო და ნუ, ვერ ვიპოვე საქართველოში ანა მანიანი (იცინის...) და დავიბარე მაკა და ვუთხარი, რომ აი, ასეთი სცენარი არსებობს, თუ გაითავისებთ, თუ არის ეს ქალი თქვენთან ახლოს, მაშინ ვითანამშრომლოთ-თქო... შემდეგ უკვე ბევრი პრობლემები შეიქმნა, არ დაგვაფინანსეს და ა.შ. მერე გავიგე მაკა ვინც იყო და ცოტა კი შევწუხდი, თქვენ წარმოიდგინეთ არც კი ვიცოდი მის შესახებ, ვიფიქრე, რომ ეს შეიძლება ხელისშემშლელი ყოფილიყო.
_ანუ ფილმის გადაღების იდეა ემთხვევა იმ პერიოდს, როცა მაკა ჩიჩუა ჯერ არ იყო პირველი ლედი და შემდეგ უკვე გადაღების პროცესი დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ის უკვე ამ სტატუსში იყო...
_განათლების მინისტრიც კი არ იყო გიორგი მარგველაშვილი და საერთოდ არ ვიცოდი, რომ მაკა გიორგი იცნობდა. ეს მინისტრობის პერიოდი დაემთხვა, როცა მე ნათქვამი მქონდა და მერე მითხრეს, რომ იცი ეგ ვინ არისო? მერე მივხვდი, რატომაც მითხრა რაღაცეებთან დაკავშირებით, რომ იქნებ გავიგო მეცო... ცოტა კი გავბრაზდი, ამ თბილისში რატომ უნდა გაიგოს მან, დავბერდი ამ ქალაქშითქო... თუმცა მერე მე და მაკა ბევრს ვიცინოდით ამაზე, ვეუბნებოდი, რომ აი, რას ნიშნავს, ჭორები რომ არ ვიცითქო... ასე, რომ ამ კუთხით არ ყოფილა მაკა შერჩეული...
_ფინანსური პრობლემები ახსენეთ და საბოლოოდ როგორ გადაწყდა ფილმის გადაღება?
_შემდეგ უკვე გადაწყდა ის, რომ შეიკრა ჯგუფი და მითხრეს, რომ არ გვინდა შენი ფული, ოღონდ გადაიღე. ჩვენ ვიხდიდით პრაქტიკულად მხოლოდ კამერის ფულს, ისიც მხოლოდ შემოწირულობებით. ყველა, დაწყებული მაკასგან, მუშოაბდა მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით. მე ეს ფილმი ჩემს თავზე დავწრე. მაკამ ძალიან გაამრთლა და ვთვლი, რომ არ შევმცდარვარ მსახიობის არჩევაში. იყო პერიოდები, რომ საერთოდ დაიკარგა და არ გამოდიოდა კონტაქტზე და მე მომიწია გაჩერება, კამერის ყველაფრის ფული გადახდილი იყო და მაინც მაკას ველოდებოდი, რადგან მაკაში ვხედვდი ამ გმირს.
_რა იყო ის განსაკუთრებული, რის გამოც ზუსტად მაკაში ხედავდით გმირს?
_ვეძებდი ჩემს მსგავს, რომელიც გადატანილი უბედურებების, ტრაგიკული ბიოგრაფიების მიუხედავად, არ ხდებოდა საწყალი და აგრძელებდა ცხოვრებას ამ თავისი გამოცდილებიდან გამომოდინარე. აი, რატომღაც დავინახე, რომ მაკა იყო ეს ტიპაჟი. მე უბრალოდ ამას არ ვახმუარებდი, მინდოდა რომ მაყურებლამდე მისულიყო და როგორც ირკვევა მიდის... ზოგი ტირის, ზოგი იცინის და იქ ყველაფერია ტირილიც და სიცილიც და ზუსტად იმას მივაღწიეთ მე და მაკამ, რასაც ვფიქრობდით, რომ მე სხვა არანაირი პრეტენზია არ მქონდა და არც მაკას, სხვათა შორის. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ არ ერქვას პრეზიდენტის მეუღლეა და ამიტომ ავარჩიე, მინდა აღვნიშნო, რომ მაკას არ სჭირდებოდა ამოცანის მეორედ გამეორება. რომ ვუყვებოდი რაც მინდა, არც შევდიოდი მოედანზე და ვტოვებდი ოპერატორთან. არ დაგიმალავთ და მერე მეც მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო მაკასთვისაც სავიზიტო ბარათი, რომ ის არა მხოლოდ პრეზიდენტის ცოლია, არამედ დამოუკიდებლადაც არსებობს და საკმაოდ ნიჭიერადაც.
_როდის ვიხილავთ ფილმს?
_ფილმი გატანილია მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, ეს იქნება 30 წუთიანი. ჯერ ნახეს მხოლოდ ჯგუფის წევრებმა.
-როდის იხსნება ფესტივალი?
_30 სექტემბერს იხსნება, კინოთეატრ ,,ამირანში".
მასალის გამოყენების პირობები