რამ განაპირობა დასაქმების პოლიტიკის უარყოფითი შეფასება - ირაკლი კობიძე IPM-ის კვლევის შედეგებზე
საზოგადოება - 18:54, 09 Sep, 2014     2163
კომპანია ,,IPM“-ის მიერ ჩატარებულ მთავრობის წარმატების ინდექსის სოციოლოგიურ კვლევას ,,ნიუპოსტთან“ ექსპერტი ირაკლი კობიძე აფასებს. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის განწყობები გარკვეულ სფეროებში, წინა და ახალი მთავრობის პირობებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ყველაზე წარმატებულად თბილისელები აფასებს საგარეო ურთიერთობის სფეროში განხორციელებულ აქტივობებს, ხოლო უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულებაა დასაქმების სფეროსადმი.

კობიძე მიიჩნევს, რომ ზოგადად კვლევა მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნია, მისი თქმით, ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება დასაქმების პოლიტიკასთან დაკავშირებით განპირობებულია ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით.

,,მივესალმებით კვლევას მთავრობის საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გულისხმობს საზოგადოების მიერ არა მხოლოდ არჩევნებზე საკუთარი ნების გამოვლენას კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ, არამედ არჩეული ხელისუფლების პერიოდულ კონტროლს. სასურველია, რომ ესეთი პროექტები იყოს მასშტაბური, რადგან მთავარი შემფასებელი არჩეული ხელისუფლების საქმიანობისა არის ხალხი.

რომ შევეხოთ უშუალოდ კვლევას, ვარდნა და უფრო უარყოფითად შეფასება მთავრობის მიერ ეკონომიკური საქმიანობისა, რომელის დიდი სფეროა, მოიცავს მრავალს ფაქტორს. აქედან ჩვენ გამოვყოფდით პირველი იმას, რომ მთავრობის მიერ არასწორედ იქნა დაგეგმილი რიგი საკითხები ეკონომიკურ პოლიტიკაში. მაგალითად, როგორიც არის არასწორი დამატებითი რეგულაციების დაწესება სხვადასხვა სახეობის ბიზნესზე, ასევე პოლიტიკური რეპრესიები, რომელმაც უცხოელი ბიზნესმენები დააფრთხო და რომელიც ასევე გახლავთ დასაქმების ფაქტორის შეფასების მკვეთრად გაუარესების საფუძველი მოსახლეობის მხრიდან. ამის მიზეზი შეიძლება ორ დიდ თემად გავყოთ. პირველი თემა ეს გახლავთ, რომ ეს ბმული არის ეკონომიკური საქმიანობის უარყოფითად აღქმაზე მოსახლეობის მხრიდან. ეკონომიკური საქმიანობის უარყოფითად შეფასება ერთის მხრივ განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივი მოვლენმების გამო თითქმის შეწყდა უცხოელი ინვესტორების შემოსვლა საქართველოში. მეორეს მხრივ ეს არის არასწორი რეგულაციების შემოღება ბიზნესზე, რაც მათ განვითარებას უშლის ხელს, რომ დაასაქმონ ადამიანები. მესამე ფაქტორად გამოვყოფდი წინა წლის ბიუჯეტის ჩავარდნას, რომლის მთავარი ავტორი ინფრასტრუქტურის სამინისტრო გახლდათ. მას ევალებოდა ძალიან დიდი თანხის ათვისება სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად და ეს ვერ გააკეთა. შესაბამისად ეს დასაქმების საკითხის უარყოფითად შეფასებაზე აისახა.

მეორე დიდი ფაქტორი დასაქმების მიმართ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულებისა გახლავთ თვითონ დასაქმების პოლიტიკა საჯარო სამსახურში. არაერთხელ გვითქვამს, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმების პოლიტიკა გაუმჭირვალეა, რაც ნეპოტისტური ტრადიციების დამკვიდრებასთან არის დაკავშირებული. ასევე დასაქმების უარყოფითად აღქმა დაკავშირებულია სამსახურებიდან ხალხის მასობრივ დათხოვნასთან პოლიტიკური თუ სხვა დისკრიმინაციული ნიშნით“, - განმარტავს ირაკლი კობიძე.

ექსპერტი აცხადებს, რომ მთავარი რის გამოც ხალხმა 2012 წელს „ქართული ოცნება“ აირჩია, ეს იყო უფრო განვითარებული ეკონომიკა, უფრო მეტი დასამქებული ხალხი და სამართლიანი მიდგომა რისი საკითხებისადმი. ,,2008 წლის ოქტომბერში ეკონომიკური საქმიანობის ინდექი იყო მინუს 8 და დღეს არიან მინუს 33-ში. ასევე მკვეთრი ვარდნაა დასამქების პოლიტიკაში. საჯარო სამსახურში დასაქმება ხდება არა კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ კლანური პრინციპით“, - აღნიშნავს კობიძე.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობების დადებითად შეფასებას, ექსპერტი ამის მიზეზად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას და ნატო-სთან დაახლოებას ასახელებს. კობიძე აქვე ხაზს უსვამს კვლევაში ვარდნას ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

,,როგორც კვლევაშია ნათქვამი, საგარეო ურთიერთობებში არის მატება და ამის მიზეზი შეიძლება იყოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და ნატო-სთან დაახლოება. ასოცირების ხელშეკრულება როგორც შედეგი დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან. ისეთი საკითხი, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება, აქაც გვაქვს ვარდნა“, - აცხადებს ირაკლი კობიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42