„გუდვილის“ 60%-ს იტალიური კომპანია „მილან ინვესტმენტი“ ყიდულობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:52, 09 Sep, 2014     2667

სავაჭრო ქსელ „გუდვილში“ იტალიური ინვესტიცია შედის. commersant.ge-ს ცნობით, მაღაზიათა ქსელის 60%-ს საინვესტიციო კომპანია „მილან ინვესტმენტი“ ყიდულობს. კომპანიებს შორის ხელშეკრულება უკვე დადებულია და ის ეტაპობრივად ხორციელდება.

სრულად 60%-იანი წილის მფლობელი იტალიური კომპანია ნოემბერში, „გუდვილის“ 10 წლის თავზე, გახდება. რა ოდენობის ინვესტიციის ჩადებას აპირებს „მილან ინვესტმენტი“ ქართულ ბრენდში ჯერჯერობით უცნობია, საწყისი ინვესტიციის ოდენობა კი 4,8 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც იტალიური კომპანიის ხელმძღვანელი ალესანდრო აზაისი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ჩაიდება იმდენი ინვესტიცია, რამდენიც საჭირო იქნება უფრო ძლიერი კომპანიის ჩამოსაყალიბებლად. მისივე თქმით, მათი მიზანია რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მიზიდვა და კონკურენტულ გარემოში „გუდვილის“ უფრო ძლიერ ბრენდად ჩამოყალიბება. უახლოეს კვირებში ახალი მფლობელები 4-წლიანი სამოქმედო გეგმის შექმნას აპირებენ, რომელშიც უფრო კონკრეტული ნაბიჯების შესახებ იქნება ინფორმაცია.

მანამდე კი ალესანდრო აზაისი აცხადებს, რომ იტალიიდან საქართველოში კონსულტანტები ჩამოვლენ, რომლებიც ადგილობრივ თანამშრომლებს დაატრენინგებენ და რჩევებს მისცემენ.

ახალი მფლობელები „გუდვილის“ გუნდში ცვლილებების შეტანას არ აპირებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42