,,ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით შექმნილ ვითარებას და გარდა იმისა, რომ აღნიშნული ღონისძიების პირობებში მრავალი მოქალაქის უფლება იქნა შელახული, ხელისუფლების წარმომადგენელთაგან გვიწევს ყოვლად გაუმართლებელი განცხადებების მოსმენა, რომ „სპეციალური საპოლიციო კონტროლი“ საზოგადოების დაკვეთაა. აღნიშნული ღონისძიება დღეისათვის მიზანშეუწონელია, რადგან მან შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ტურისტულ გარემოზე - დააზიანოს ქვეყნის იმიჯი მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, შელახოს მოქალაქეთა უფლებები და შექმნას მხოლოდ ილუზია იმისა, რომ დანაშაული თავიდან იქნა აცილებული.
სპეციალური საპოლიციო კონტროლი დანაშაულის შემცირებისთვის ვერ იქნება ეფექტური საშუალება თუ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები შეწყალებულ იქნებიან მათი პირადი საქმის შესწავლის გარეშე, ხოლო აღნიშნული ფაქტი თავად გამორიცხავს ხელისუფლების ნებას უზრუნველყოს მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოება რაც მოსახლეობის პირდაპირი მოთხოვნაა. ვალდებული ვართ შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მსგავსი მასშტაბის ამნისტია არ ყოფილა „საზოგადოების დაკვეთა“ და შესაბამისად პოლიციური კონტროლიც მხოლოდ კონკრეტული პირების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უზრუნველყოს ღონისძიების განმახორციელებელი თანამშრომლების სპეციალური გადამზადება და აღნიშნული პროცესის მაქსიმალური გამჭირვალობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი უკუშედეგი“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






