ფინანსისტი რომან გოცირიძე ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს ეხმაურება, რომლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო ვალმა 9 580.6 მლნ. ლარი შეადგინა. როგორც გადაცემა „ქრონიკასთან“ საუბრისას გოცირიძემ აღნიშნა, მთავრობამ ისწავლა ვალის აღება ბიუჯეტის შესავსებად, თუმცა ვერ ისწავლა მისი საქმეში დახარჯვის წესი.
„მთავრობამ ისწავლა ბუჯეტის შესავსებად კომერციული ბანკებიდან ვალის აღება. კომერციულ ბანკებს არაფერი ენაღვლებათ. იციან რომ უკან დაუბრინდებათ თანხა. თუმცა მთავრობამ სხვა წყაროებით ბიუჯეტის შევსება ვერ ისწავლა და რაც ყველაზე ცუდია, მან ამ ფულის საქმეში დახარჯვის წესი ვერ ისწავლა“, - განაცხადა გოცირიძემ.
2014 წლის 30 ივნისის მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო ვალმა 9 580.6 მლნ. ლარი შეადგინა.
2014 წლის ექვს თვეში კი ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა ვერ შესრულდა. ამას ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ადასტურებს. შემოსულობებს 6 თვის მონაცემებით 155 მილიონი დააკლდა, გრანტებს - 53 მილიონი, სხვა შემოსავლებს - 33 მილიონი, ფინანსურ აქტივებს - 6 მილიონი, სესხებს კი - 176 მილიონი.
2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების საკითხს დღეს დილიდან პარლამენტში განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები






