საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა იწყება
საზოგადოება - 13:45, 09 Sep, 2014     2735
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საჯარო უწყებებში სტუდენტების სტაჟირების პროგრამა იწყება. ათასობით სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სტაჟირება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაიაროს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ დღევანდელ ბრიფინგზე პროგრამის დეტალებზე ისაუბრეს.

ნინო კობახიძის განცხადებით, სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამაში დარეგისტრირება 15-დან 25 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, საკუთარი მონაცემები განათავსონ ელექტრონულ ბაზაში, ვებგვერდზე - www. stajireba.gov.ge.

„სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება და საჯარო უწყებების მუშაობის პრინციპებს გაეცნონ. პრემიერის ინიციატივის მიზანია, სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და გაუმჯობესების საშუალება მიეცეთ. საჯარო უწყებებში სტუდენტების სტაჟირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებისთვის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნა ნინო კობახიძემ.

შემუშავდა სტაჟირების ერთიანი სტანდარტი, რაც საჯარო სამსახურში ჯანსაღი კონკურენციის შექმნას და დასაქმების ხელმისაწვდომობას წაახალისებს.

საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საჯარო სამსახურის ბიუროსა და 28 აკრედიტებულ უნივერსიტეტს შორის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია განათლება და დასაქმება. სტაჟირების პროექტი ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა ნინო კობახიძემ.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, რომელთაც

მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.

როგორც ქარდავამ განმარტა, სტუდენტები სტაჟირებას თავიანთი სპეციალობის შესაბამის სტრუქტურებში გაივლიან.

სტაჟიორთა მიღების მიზნით, საჯარო დაწესებულება წელიწადში ორჯერ განსაზღვრავს სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, რომელიც უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის 10%-ს.

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სტაჟირება ერთჯერადია, რათა რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა თუ კურსდამთავრებულმა ისარგებლოს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით.

თუ კურსდამთავრებული საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი სტაჟირების ყველა ვაკანტური ადგილის ამოწურვის გამო ვერ მოხვდება სასურველ უწყებაში, ის ჩაირიცხება რეზერვში და სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას ავტომატურად განაწილდება მის მიერ არჩეულ საჯარო დაწესებულებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42