ჰოლანდიის მხარდაჭერით საქართველოში 55 მლნ ღირებულების საირიგაციო პროექტი განხორციელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:13, 09 Sep, 2014     2591

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰანს ჰორბახს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს, საქართველოში სამელიორაცო სისტემების მოწესრიგების მიმართულებით განსახორციელებელ ახალ პროექტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ,,ზემო სამგორის საირიგაციო არხის რეაბილიტაციის პროექტის“ საერთო ბიუჯეტი 55 მლნ ევროს შეადგენს.

„პრაქტიკულად დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები, ყველა კონკრეტულ საკითხთნ დაკავშრებით მიღწეულია შეთანხმება და მზად ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ხელი მოეწეროს სამთავრობო შეთნხმებას, რომლითაც საქართველოში ახალი საირიგაციო პროექტი დაიწყება“, - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების მიზნით, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დგას. მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

,,ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადა საერთო ევროპულ ოჯახთან დაახლოების მიმართულებით. DCFTA-ს ამოქმედება ქართულ პროდუქციას მსოფლიოს უმსხვილეს - 500 მლნ-იან ბაზარს უხსნის. ამისთვის საჭიროა მასშტაბური სამუშაოების ჩატარება, სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით. ამ მიზნით ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით, საქართველოში ბიზნესფორუმის გამართვის საკითხი განიხილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42