კახეთის რეგიონში საავტომობილო გზების დეპარტამენტის 17 პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება
საზოგადოება - 11:46, 09 Sep, 2014     1736
წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, 42 მილიონ ლარამდე ღირებულების, 17 სხვადასხვა საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრ სამუშაობს ახორციელბს, საიდანაც 6 პროექტი წელს უკვე დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის 17 პროექტზე, კახეთის რეგიონში დასაქმებულია 750-მდე ადამიანი, საიდანაც თითქმის 50% ადგილობრივი მოსახლეა. კახეთის რეგიონში, გზების რეაბილიტაციის და ნაპირსამაგრი სამუშაოების ყველა პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება, რაც მოსახლეობის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

დეპარტამენტის თავმჯდომარე, მის მოადგილესთან ირაკლი ლითანიშვილთან და სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატ გელა გელაშვილთან ერთად ქალაქ წნორში ბოდბისხევზე მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებს დაესწრო. ბოდბისხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები 70-ანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა. წლების განმავლობაში უამინდობისა და წყლის მოვარდნის გამო დაზიანებული იყო ბოდბისხევის ორივე ნაპირი, რის გამოც ადგილობრივ მხცოვრებთა საცხოვრებელი სახლების დატბორვის საშიშროება იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლოებას აღნიშნული პრობლემა სრულად მოუგვარდება. ნაპირსამაგრი სამუშაოები 1კმ–სა და 200 მეტრზე მიმდინარეობს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 მილიონ 50 ათასი ლარია. ნაპირსამაგრი სამუშაოები 2014 წლის აპრილში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.

ვაჟა ფანჩულიძე, ასევე, სასადილო-სიონის 17 კმ-იანი და ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას 6.5 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო. სასადილო-სიონის საავტომობილო გზის 17 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია კახეთის რეგიონის გზების განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ორივე პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 11 მილიონ 142 ათასს ლარს შეადგენს. 17 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია 2015 წლის ივნისში დასრულდება, რაც შეეხება ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის 6.5 კილომეტრიან მონაკვეთს ის ერთ თვეში დასრულდება.

სიღნაღის დეპუტატი და დეპარტამენტის თავმჯდომარე ბოდბისხევში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდენენ და მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42