„რეცეპტომანია“ ჯანდაცვას 10-20%-ით გააძვირებს
საზოგადოება - 11:22, 09 Sep, 2014     2017
მედიკამენტების რეცეპტით გამოწერის სისტემის ამოქმედება მოსახლეობის ჯანდაცვის ხარჯს გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმთან ვიზიტს და ზოგიერთ გამოკვლევას მთლიანად აფინანსებს, ზოგიერთი ნოზოლოგიის კვლევისას კი თანადაფინანსების სისტემა მოქმედებს, სპეციალისტთა ანაგრიშით, პაციენტის ჯანდაცვის ხარჯი 10-20-%-ით გაიზრდება.

როგორც ცნობილია, პირველი სექტემბრიდან მედიკამენტების დიდი ნაწილის ყიდვა მხოლოდ რეცეპტით არის შესაძლებელი. სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ბოლო 2 თვის მთავარი მოვლენა გახდა. მოსახლეობა რეცეპტის შემოღებამ ისე შეაშინა, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე აფთიაქებში მედიკამენტების ყიდვის მსრუველთა რიგი დადგა. მოგვიანებით, კი რიგმა პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში გადაინაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტის გამოწერა ოჯახის ექიმსაც შეუძლია და სპეციალისტთა ვიზიტი აუცილებელი არ არის, პაციენტების თქმით, ექიმების ნაწილი გამოკვლევის გარეშე წამლის გამოწერისგან თავს იკავებს.

ის, რომ რეცეპტის სისტემის შემოღება მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯის გაზრდას გამოწვევდა, დარგის სპეციალისტები თავიდანვე მიუთითებდნენ. დღესაც, როდესაც სისტემა უკვე ამოქმედდა, ექსპერტები უკვე ამბობენ , რომ „რეცეპტომანია“ ჯანდაცვის ხარჯს, საშუალოდ 10-20%-ით გაზრდის.

"მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში წამლის შეძენა რეცეპტით ხდება. შესაბამისად, ამ სისტემის საქართველოში ამოქმედება გასაკვირი ნამდვილად არ არის. თუმცა, აქ პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობა სოციალურად გაჭირვებულია და წამლის რეცეპტით გაცემისას გაზრდილი ხარჯი მის ჯიბეზე ცუდად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ დღესდღეობით ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე ნაჩქარევი იყო“,- განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ექსპერტმა სამედიცინო საკითხებში კახა ჯაყელმა.

"პაციენტი, რომელმაც იცის, რომ ექიმთან რიგში ჩადგომა და გამოკვლევისათვის დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევს, შეეცდება იპოვოს გამოსავალი და წამალი „შავ ბაზარზე“ შეიძინოს. ასეთი ფაქტები, დამერწმუნეთ აუცილებლად იქნება“,- განაცხადა წამლის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბარამიძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42