„ევრობასკეტ -2015“-ს ერთბაშად ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს, „FIBA-Europe“-ამ ასეთი გადაწყვეტილება დღეს ესპანეთში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
ევრობასკეტის ჯგუფური ტურნირი ოთხი ქვეყანაში: საფრანგეთი (მონპელიე), ხორვატია (ზაგრები), ლატვიასა (რიგა) და გერმანიაში (ბერლინი) ჩატარდება, ხოლო საბოლოო ეტაპი საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება.
ტურნირი 5-იდან 20 სექტემბრამდე გასტანს. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ევრობასკეტი 2015-ის ჩატარება უკრაინაში იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო ფიბა-მ მისი სხვა ქვეყანაში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
ევროპირველობის მასპინძლობის სურვილი რვა ქვეყანამ გამოთქვა. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ქვეყნისა, ევრობასკეტი 2015-ის მასპინძლობა ფინეთს, ისრაელს, თურქეთსა და პოლონეთსაც სურდათ.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ უკრაინას "ევრობასკეტი 2017"-ის მასპინძლობის პრიორიტეტული უფლება დაუტოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა "ევრობასკეტ 2015"-ზე ასპარეზობის უფლება შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით მოიპოვა, სადაც მეტოქეებად ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ჰყავდა.
მასალის გამოყენების პირობები






