იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით „УКРІНФОРМ’’-ის ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა ქონების რეგისტრაციის სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი, ასევე დიდი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.
დისკუსიაზე ასევე მიწვეული იყვენენ ქართველი ექსპერტები. გიორგი ვაშაძემ და ჯაბა ებანოიძემ ისაუბრეს ქართულ გამოცდილებაზე და იმ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება უკრაინაში ქართველი ექსპერტების მონაწილეობით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქონების რეგისტრაციის სფერო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული იყო, მაგალითად: ქრთამის სახით 1კვ.მ. "ღირდა" 2-20 აშშ დოლარი. უძრავი ქონების რეგისტრაციის სერვისების რეფორმების შემდგომ, დაჩქარდა პროცესები, მაგ.: უმოკლეს დროში დარეგისტრირდა 5000 ახლად აშენებული სახლი, რომელიც თვეების მანძილზე გაჩერებული იყო.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ექსპერტთა ჯგუფი გიორგი ვაშაძის, ჯაბა ებანოიძისა და ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით უკვე რამდენიმე თვეა აქტიურადაა ჩართული უკრაინაში სახელმწიფო სერვისების მოდერნიზაციისა და ანტიკორუფციული რეფორმების დანერგვის პროცესში.
მასალის გამოყენების პირობები






