საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, პროექტ “მწვანე არდადეგების“ ფარგლებში დასუფთავების აქცია „ნუ დატოვებ ნარჩენებს“ გაიმართა.
ყაზბეგში დაბინძურებული ტერიტორია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, კომპანია „რედბულის”, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა პლასტიკური ბოთლებისგან, პოლიეთილენის პარკებისაგან და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
გარემოს დაბინძურებაზე კონტროლი მკაცრდება და ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ნარჩენების მართვის შესახებ მალე მთავრობას და პარლამენტს წარედგინება. სამინისტრო ეხმაურება პრემიერის ინიციატივას და მოუწოდებს მოსახლეობას - „ნუ დატოვებთ ნარჩენებს, იზრუნეთ გარემოზე“...
მასალის გამოყენების პირობები






