ბაქოს ცენტრალურ ქუჩებში, მეტროპოლიტენის ვაგონებში საქართველოს შესახებ ბანერების სახით რეკლამებია განთავსებული, მონიტორებზე კი 30 წამიანი საიმიჯო ვიდეორგოლი ტრიალებს. საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების რეკლამირება ხდება სოციალური ქსელებით და ვებ-გვერდებით, სადაც ფლეშბანერებია განთავსებული. მარკეტინგული კამპანია აზერბაიჯანში 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კამპანიის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს, როგორც ტურისტულ ქვეყანას.
ტურისტების მოზიდვის კუთხით საქართველოსთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარია. ბოლო წლებში აზერბაიჯანიდან საქართველოში მკვეთრად გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა. 2014 წლის 8 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს აზერბაიჯანიდან 859 683 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით მეტია. საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, აზერბაიჯანი ტოპ-10-ულში მე-2 ადგილს იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






