თბილისის მეტროსადგურებში ესკალატორები შეიცვლება
საზოგადოება - 16:32, 08 Sep, 2014     1684

თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის რანგში პირველად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ბრუნო ბალვანერას, მუნიციპალური ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის განყოფილების წარმომადგენელს, იოჰან ფრედჰოლმს და ბანკის სამუშაო ჯგუფს შეხვდა.

EBRD დედაქალაქის მთავრობას თბილისის მეტროსადგურებში ესკალატორების შეცვლის, ენერგოეფექტური გარე განათების, მყარი ნარჩენების გადამუშავებისა და ქალაქში პარკირების მოწესრიგების პროექტების დაფინანსებას სთავაზობს. ბანკი მზად არის, პროექტების განსახორციელებლად გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხი გამოყოს, საიდანაც თანხის ერთ მესამედი გრანტი იქნება.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, გარე განათებისა და პარკირების მოწესრიგება მისი წინასაარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილია. მისივე თქმით, შეთავაზებული წინადადებები ძალზე აქტუალურია, ბანკთან რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობა კი - აუცილებელი, რადგან არსებული პრობლემების მოგვარებას დედაქალაქის ბიუჯეტი ვერ წვდება და დონორებისგან ფინანსების მოძიებაა საჭირო.

თავის მხრივ, დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე და ადაპტირებული ტრანსპორტით ჩანაცვლების აუცილებლობას, რისთვისაც, მისი თქმით, პირველ ეტაპზე საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა. გარდა ამისა, დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქს სჭირდება ახალი ხიდები და ესტაკადები, რაც ქალაქში არსებული საცობების პრობლემას მოაგვარებს. რაც შეეხება პარკირებას, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ქალაქის განსატვირთავად, აუცილებელია მიწისზედა და მიწისქვეშა პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობა.

დავით ნარმანიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნაგავსაყრელების პრობლემის მოგვარება დაასახელა. მისი თქმით, გლდანისა და ლილოს ნაგავსაყრელები ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს და აუცილებელია ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება.

მისივე თქმით, სექტემბრის ბოლოს დაგეგმილია დონორთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც დედაქალაქში არსებულ მდგომარეობაზე, მთავრობის ხედვებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელებენ.შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ წარმოდგენილ წინადადებზე ორივე მხრიდან შექმნილი სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ. პროექტები, სავარაუდოდ, 2015 წლის მაისის ბოლოსთვის იქნება მზად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42