თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა... რატომ ხმება ქალაქში ხეები მასიურად?
საზოგადოება - 14:27, 08 Sep, 2014     5009

სპეციალისტების აზრით, თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, დედაქალაქსა და მის შემოგარენში ხეები მასიურად ხმება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღმაშენებლის ხეივანში, ვაშლიჯვრის, ნუცუბიძის ფერდობებზე, კუს ტბის, ლისის ტბის მიდამოებში და ვაკე-საბურთალოს ახალ გზებზეა.

მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორის კარლო კიკორიას განცხადებით, პრობლემა კომპლექსურია და ის მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს: „ ხეებს შორის კვების არეალი დაცული არ არის- ნარგავები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა და ნიადაგიდან საკვები უკვე ამოწურეს, ამას ემატება გარემო პირობებიც- ჰაერის მაღალი ტემპერატურა, გვალვა , რომელიც იწვევს მცენარის დასუსტებას , ასეთ მცენარეზე კი ადვილად სახლდება პათოგენური სოკო და მის ხმობას იწვევს. დაავადების გარდა ნარგავების ხმობას უწყლობა და მოუვლელობაც იწვევს. მცენარემ რომ გაიხაროს, ნიადაგიც სუფთა უნდა იყოს და ჰაერიც, გამონაბოლქვში არსებული ტყვიის ჭარბი შემცველობა ატმოსფეროში ხვდება და ნარგავებს აზიანებს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი , რომ ნიადაგიც და მცენარეებიც რადიოაქტიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული რაც კვლევას საჭიროებს, ეს ჯერ კიდევ ჩერნობილის ავარიის შედეგებია , რამაც გააძლიერა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დააავადების გავრცელების ფონი.

კიკორიას განცხადებით, თუ პრობლემას კომპლექსურად და დროულად არ მიეხედა, შესაძლოა ნარგავების ხმობა დაჩქარდეს და თბილისიმწვანე საფრის გარეშე დარჩეს.

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილის, დავით გიგაურის ცნობით , ხეების ხმობის მიზეზი უახლოეს მომავალში დადგინდება, მერია ამ პრობლემის შესწავლაზე ტენდერს აცხადებს.

გიგაურის განცხადებით ის გასული წლების განმავლობაში მონაწილეობდა იმის დადგენაში, სად უფრო დიდი კონცენტრაციით ფიქსირდებოდა ჰაერში მოძრავი მავნე მიკროორგანიზმები. კვლევის თანახმად ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებული აღმაშენებლის პროსპექტზე, კინოსტუდიის ტერიტორიაზეა, ყველაზე სუფთა ჰაერი კი ავლაბარში, ზეგანზეა.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორია მინიმუმ 13 კვ.მ უნდა ყოფილიყო. 90-იანი წლებისთვის ეს კვოტა 11 კვ.მ შემცირდა, ამ ეტაპზე კი სპეციალისტების გამცხადებით ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიის წილი 5 კვ.მ ძლივდ აღწევს.

მედიკოსების თქმით თბილისში ,მიშვნელოვნად შემცირებული მწვანე საფარი შესაძლოა უამრავი დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს. თბილისში , სადაც უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს და მრავალი ავტომობილი დადის სასწრაფოდ უნდა გავრცელდეს მწვანე ნარგავების არეალი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებების რაოდენობა მოიმატებს.

წყარო „კვირის პალიტრა“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42