ექსკლუზივი: სკანდალი ბათუმის მე-12-ე საბავშვო ბაღში - აღსაზრდელებს საკვებს ჰპარავენ?
საზოგადოება - 13:17, 08 Sep, 2014     4210
რა ხდება ბათუმის მე-12-ე საბავშვო ბაღში, სადაც ბაღის დირექტორს ბავშვებისთვის საკვების მოპარვაში ადანაშაულებენ. როგორც ,,ნიუპოსტს“ ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის დედამ აცნობა, საკვების მოპარვას წლებია სისტემატიური ხასიათი აქვს. ქალბატონი ამბობს, რომ ბავშვები ბაღიდან მშივრები მიდიან. მისივე თქმით, ამის შესახებ ბაღის მასწავლებლებმაც იციან, თუმცა ზოგი მათგანი ხმას ვერ იღებს, ზოგი კი დირექტორს მოსყიდული ყავს და მოპარულ საკვებს მათაც უნაწილებს. ბაღის აღსაზრდელის მშობელი აცხადებს, რომ ბავშვებს არამცთუ მარტო ხორცს და ქათამს ჰპარავენ, არამედ ფუნთუშებსაც შუაზე უყოფენ და დანარჩენი სახლში მიაქვთ. ქალბატონი ამბობს, რომ თავის დროზე როცა ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე იყო, მასაც მიმართა. ანანიძის მხრიდან ფაქტს საყვედური მოჰყვა, თუმცა ბაღის დირექტორს ლალი ლიპარტელიანს, მისი თქმით, ,,პატრონი“ ჰყავს და პასუხსაც არავინ სთხოვს.

,,ბავშვებს საჭმელი აკლდებათ. თანამშრომლები უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ზოგი უკვე შეკრულია, ბანკებით მოდიან, ასხამენ გუფთას და სახლში მიაქვთ.ზოგი კიდევ გაჩერებულია და ვერ ბედავენ, ეს გამგე ძალიან ზემოქმედებს მათზე. 4-დან 10 ქათამი ხომ მოდი საბავშვო ბაღში, ტყავებს აძრობენ, იმას ხარშავენ და პიურეში ურევენ, შეგეცოდებათ ბავშვები. 15 ბავშვს 5 ფუნთუშას აძლევს ძიძას და ეუბნება, რომ შუაზე გაუჭრას და ისე მისცეს, ფუნთუშასაც კი იპარავენ. ეს არის სახელმწიფო ბაღი, მერიის ზედამხედველობაშია. რამდენი ხანია ეს გრძელდება, ეს ქალი ,,ქურდად“ ზის საბავშვი ბაღში. დაშინებული ჰყავს თანამშრომლები, 2-3 თანამშრომელი ჰყავს, ვისაც ნებართვას აძლევს რომ მოიპარონ საჭმელი, ბავშვებს მშობელი რომ აკითხავს, პირველი სიტყვა ისაა, რომ ,,დედა მშია!“, - აცხადებს ქალბატონი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში, რომელმაც უკვე მიმართა ქალაქის მერიას და შეხვედრასაც აპირებს.

აღსაზრდელის მშობელი აღნიშნავს, რომ თუკი ბაღში არის 200 ბავშვი, დირექტორი აგზავნის 250 ბავშვის მენიუს, ცარიელ ფურცლზე მასწავლებელს ხელს აწერინებს და შემდეგ თავისი სურვილისამებრ წერს მენიუს.

,,10 საათის მერე, როდესაც ბავშვების მიღება მთავრდება, მენიუ იბეჭდება, ცარიელ ფურცელზე მასწავლებელს ხელს აწერინებს და მერე თვის ჭკუაზე წერს შიგნით. სანამ ეს ახალი მერი იქნებოდა, მივმართე ჯემალ ანანიძეს, მივიდა ანანიძე, შეამოწმა და ნამდვილად ასე ხდებოდა, ამაზე საყვედურები უთხრა, მაგრამ მიაჩუმათეს საქმე, ვიღაც მაგარი პატრონი ყავს ამ ქალს, რომ ამდენის უფლებას აძლევს თავის თავს.“, - აცხადებს ქალბატონი და ქალაქის მთავრობისგან რეაგირებას ითხოვს.

,,ნიუპოსტი“ დაუკავშირდა მე-12-ე საბავშვო ბაღის დირექტორს. ლალი ლიპარტელიანი ჩვენთან საუბარში უარყოფს აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვების გატანას საბავშვო ბაღიდან და ამბობს, რომ ეს ბრალდება მისი მისამართით წლებია გრძელდება, ბაღი არის ერთ-ერთი საუკეთესო, ლიპარტელიანი ამბობს, რომ ბაღი საქართველოში არის ერთადერთი, რომელსაც აქვს უნარშეზღუდული ბავშვებისთვის ინკლუზიური ჯგუფი. მისი თქმით, თუ ადგილი აქვს რაიმეს მოპარვას, ამას სჭირდება შესაბამისი დასაბუთება, ,,ამას სჭირდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოპოვებული მტკიცებულებათა ჯაჭვი და შემდეგ ჩვენი დასჯა. მე ვიცი ეს ყველაფერი ვისგანაც მოდის“, - აცხადებს ლალაი ლიპარტელიანი და კონკრეტულად ასახელებს ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს თამარ ნაკაშიძეს, რომელიც დირექტორის თქმით, აღსაზრდელის ცემის გამო იქნა დათხოვილი ბაღიდან. ლიპარტელიანს ეჭვი აქვს, რომ ცილისწამება მისგან მოდის ,,ეს არის ამ ქალის ხელწერა“.

,,2013 წელს ამ პედაგოგმა სცემა ერთ-ერთი ბავშვი, რის გამოც მშობლებმა და პედაგოგებმა დაწერეს წერილი, ეს ამბავი მიეწოდა ბაღების გაერთიანებას, რის შემდეგაც ჩატარდა მოკვლევა, განხილულ იქნება პრიველი ინსტანციის სასამართლოში, რის შემდეგაც იჩივლა თამარ ნაკაშიძემ, მოხსნილმა პედაგოგმა. ეს საქმე იქნა გამოკვლეული. წლების განმავლობაში ეს ქალბატონი დაობდა და 8 წლის განმავლობაში ვარ განუწყვეტილივ გამოდებული სხვადასხვა უწყებებს.“

მრავალწლიანი დავის შემდეგ, როგორც ამას ბაღის დირექტორი ამბობს, მოხდა თუ არა საბავშვო ბაღში საკვების შემოწმება, ლალი ლიპარტელიანი აცხადებს, რომ არსებობს საქმის მრავალტომეული, სადაც არის წარმოდგენილი ბაღის შემოწმების მთელი სისტემა. ,,ჩვენთან არის საუკეთესო კვება და ეს შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნახოთ, შეგიძლაიათ იხილოთ წინა თვის დოკუმენტაციები, საწყობის შემოწმების აქტები, ჩემს მიერ ბაღისადმი თავდადება, ჩემს ბაღში არსებული საქართველოში ერთადერთი უნარშეზღუდულ ბავშვთა ინკლუზიური ჯგუფი, ვარ ინკლუზიური მუშაობის კოორდინატორი“, - აცხადებს ლალი ლიპარტელიანი.

ბაღის დირექტორი 2007 წელს მის ლოტოტრონით არჩევის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ მისი წინამორბედი სწორედ თამარ ნაკაშიძის დედა იყო, რომელიც მისი დირექტორად არჩევის შემდეგ მან დატოვა ბაღში სამუშაოდ. ლიპარტელიანი ამბობს, რომ დედასთან ერთად მუშაობდა თამარ ნაკაშიძეც პედაგოგად და მათ არასოდეს პრობლემა არ შექმნიათ ბაღის ხელმძღვანელობის მხრიდან.

,,ნიუპოსტი“ ასევე დაუკავშირდა თამარ ნაკაშიძეს, რომელზედაც ლალი ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ქალბატონი აღსაზრდელის ცემი გამო , მშობლების განცხადების საფუძველზე ბაღიდან დაითხოვეს. თამარ ნაკაშიძე ამბობს, რომ ბაღის დირექტორი ცრუობს და ცდილობს თავი როგორმე იმართლოს. ,,მე 18 წელი ვმუშაობდი ამ ბაღში, მანამდე დედაჩემი იყო დირექტორად და ახლაც აღმზრდელად მუშაობს. ლალი ლიპარტელიანი მოსვლის დღიდან შეეცადა თავისი გუნდის შეკვრას. მე ჩემ საქმეს ვაკეთებდი და ის თავისას, მე ყოველთვის ვეუბნებოდი იმას, რაც არ შეიძლებოდა“, - აცხადებს ნაკაშიძე და მისი ბაღიდან გათავისუფლების დეტალებს ჰყვება. ნაკაშიძე საკვების უხარისხობასა და ნაკლებობაზე საუბრობს, ქალბატონი აღსაზრდელის მშობლისგან გადასახადის გადახდასთან დაკავშირებულ ფაქტს ჰყვება, რომელიც ასევე გახდა მასსა და დირექტორს შორის დაპირისპირების საგანი.

,,ჩემი მორიგეობის დროს, როცა ვამჩნევდი, რომ ბავშვებს აკლებდნენ საჭმელს, ამას მე ღიად ვეუბნებოდი და ეს რა თქმა უნდა არ მოსწონდა. მოგეხსენებათ, რომ ბაღი აქამდე იყო ფასიანი. 4 თვე არ ჰქონდა ბავშვს გადახდილი, ვალდებლი ვიყავი მე, როგორც აღმზრდელი რომ ქვითრები შემეგროვებინა. მე ვუთხარი მშობელს, რომ თუ ვერ ახერხებდა 2 თვის მაინც გადაეხადა, რომ შემოწმების დროს პრობლემები არ შექმნილიყო. ჩემთვის მოულოდნელად მშობელმა მომიგო, რომ შენ ვინ ხარ, ვინ გეკითხება, დირექტორმა ყველაფერი იცისო... ჩავედი დირექტორთან ამის შემდეგ და შევესწარი ამ თემაზე საუბარს. ეს ბავშვი არ იყო სოციალურად დაუცველი, არც დაფინანსებული. მე პირდაპირ ვუთხარი დირექტორს, რომ ის მისი პირადი საქმეებისთვის იყენებდა ამ მშობელს და ამიტომ არ ახდევინებდა თანხას. მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მივმართე პოლიციის განყოფილებას, დააწერინეს ხელწერილი, რომ მეტი არ განმეორედებოდა, ამის მერე დამემუქრა. ერთ დღესაც მომედავა მშობელი, რომ თითქოს მისი ბავშვი ვცემე, ბავშვი იყო მშვიდად და ვუთხარი კიდეც, რომ რა ეტყობოდა ბავშვს გალახულის. ჩემს შემდეგმა ცვლამაც დაადასტურა სასამართლოზე, რომ ბავშვს არაფერი არ ეტყობოდა ნაცემობის. ერთი სიტყვით, მეორე დღეს სასწარფოდ დაწერა ბრძანება და გამათავისფულა სამსახურიდან“, - აცხადებს თამარ ნაკაშიძე ,,ნიუპოსტთან“ საუბარში.

,,ნიუპოსტი" შეეცადა დაკავშირებას ბათუმში ბაღების გაერთიანებასთან, თუმცა პრესსამსახურის ტელეფონი ამ დრომდე გამორთულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42