დღეს საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესის დაწყებას თბილისის მერი დაესწრო.
„მინდა თითოეულ პატარას მივულოცო დღევანდელი დღე, მივულოცო მათ მშობლებსა და პედაგოგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვებისთვის პირობები დღითიდღე გაუმჯობესდება. საბავშვო ბაღებში ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ მოვახერხეთ და გავაკეთეთ, მაგრამ ასევე გვაქვს უფრო დიდი გეგმები მომდევნო წლისთვის, ის მოთხოვენა რაც არსებობს საბავშვო ბაღებზე მშობლების მხრიდან, ვფიქრობ, რომ სრულად იქნება დაკმაყოფილებული და არც ერთი ბავშვი არ დარჩება საბავშვო ბაღის გარეშე“,- განაცხადა თბილისის მერმა, 171-ე საბავშვო ბაღში სტუმრობისას.
ქალაქის მერმა ბავშვებს საჩუქრებიც მიუტანა და შენობის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. აღმზრდელობით პროცესი დღეიდან ყველა საბავშვო ბაღში დაიწყო.
ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა აღმზრდელობითი პროგრამის დასახვეწად, ასევე ბავშვთა რეგისტრაციის პროცესის გასამარტივებლად.
წელს საბავშვო ბაღებში სულ 50 ათასამდე აღსაზრდელს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






