ბათუმში კიდევ ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:56, 07 Sep, 2014     4005
დღეს ბათუმში კომპანია „Atlas Georgia“-ის ახალი გრანდიოზული პროქტის პრეზენტაცია და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოსა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენები. გიორგი კვირიკაშვილმა და არჩილ ხაბაძემ კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩააგდეს.

ახალ პროექტს კომპანია კომპანია „Atlas Georgia“ ბათუმში 38 000 კვ.მ-ის ფართობზე განახორციელებს. პროექტი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის, კაზინოს, 1500-კაციანი საკონფერნეციო დარბაზისა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

„ მოხარული ვარ, რომ დღეს ბათუმში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე ტურისტული თვალსაზრისითაც. ბათუმში ჩამობრძანებულ ტურისტებს კიდევ ერთი სასტუმრო შესთავაზებს ხარისხიან მომსახურებას; გაჩნდება კიდევ ერთი ადგილი საერთაშორისო კონფერენციებისა და კონგრესების ჩასატარებლად; ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილი, როგორც მისი მშენებლობის, ასევე დასრულების შემდეგ. საქართველოში მთელი რიგი რეფორმები ხორციელდება, რათა შეიქმნას ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებისათვის კიდევ უფრო მოქნილი გარემო. ჩვენს რეგიონს გააჩნია ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რაც ქმნის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებს. შესაბამისად, აჭარის ეკონომიკური განვითარების ტენდენცია მკვეთრად დინამიურია და ეს სტატისტიკურ მონაცემებში ნათლად ჩანს.“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

კომპანია „ავრასია ჯორჯია“ “ავრასია ტერმინალ იშლეთმელერის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2010 წლის 18 დეკემბერს დაარსდა. მან უკვე ქალაქ ბათუმში გოგოლის ქ.#1-ში განახორციელა 13 127 800 $ ინვესტიცია. პროექტი,რომელიც გაშენებულია 44,929 კვ.მ-ის ტერიტორიაზე მოიცავს თანამედროვე სტანდარტების მქონე ავტოსადგურს, ღია ბაზარს და სხვადასხვა დანიშნულების კომერციულ ობიექტებს.

ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 42 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოიცავს, 2019 წლის თებერვალში დასრულდება.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მთავრობას და კომპანიის ხელმძღვანელობას მიულოცა პროექტის დაწყება და თქვა, რომ საქართველოში ამ ზომის და ასეთი მოწყობის საკონფერენციო დარბაზი პირველად აშენდება, ასევე აქ განთავსდება სავაჭრო ცენტრი, სადაც მსოფლიო ბრენდები იქნება წარმოდგენილი, რაც იქნება დამატებითი სტიმული ბათუმში ჩამომსვლელი ტურისტებისთვის.

კომპანიის ხელმძღვანელმა გალიფ ოზთურქმა პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების გარკვეული ნაწილი განათლების და სოციალური ფონდების დაფინანსებას ხმარდება. კომპანია გააგრძელებს ტრადიციას და პრემიერის მიერ ინიცირებულ პროექტში მივიღებთ მონაწილეობას - ჩვენი კომპანია 500 000 ლარს სოლიდარობის ფონდში გადარიცხავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42