ქუთაისს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება
საზოგადოება - 15:53, 07 Sep, 2014     1341
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და შპს.“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან, წყალტუბოს გამგებელთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქუთაისში, განახლებული ნაგავსაყრელი დაათვალიერეს.

რეაბილიტირებული ნაგავსაყრელის დათვალიერების შემდეგ, მათივე მონაწილეობით, პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია ჩატარდა.

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე, არსებული ნაგავსაყრელი არ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს. ტერიტორია არ იყო შემოღობილი, რაც იწვევდა ნარჩენების მთელს პერიმეტრზე გაფანტვას. ნაგავსაყრელის პოლიგონზე თავისუფლად გადაადგილდებოდა შინაური პირუტყვი, დაბინძურებული იყო ტერიტორიის შიგნით არსებული საირიგაციო არხი. რიონის მხრიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარეში ჩაედინებოდა. საკითხის შესწავლის საფუძველზე, შემუშავდა ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი და დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ტერასები, არსებული ნარჩენები მთლიანად გადაიფარა 30 სმ თიხნარი გრუნტის საიზოლაციო ფენით, მოეწყო ძირითადი და დროებითი სამანქანო გზები, განთავსდა სამეთვალყურეო გამშვები ჯიხური, გაკეთდა მანქანა-მექანიზმების ფარდული; დამონტაჟდა მძიმეწონიანი მანქანის სასწორი, სახანძრო ფარი, რენდერები და ამკრძალავი ნიშნები. ნაგავსაყრელის ირგვლივ მოეწყო წყალარინების არხები.

განახლებული ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თიხოვანი გრუნტის მარაგის განთავსება, რომლითაც შემდგომში შეტანილი მყარი ნარჩენები გადაიფარება. რებილიტირებულ ნაგავსაყრელზე ნარჩენები სპეციალურ უჯრედებში განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას.

დღეისათვის, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით დაწყებულია ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის მშენებლობა 2014-2017 წწ განხორციელდება. ახალი ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მყარი ნარჩენების არსებული პოლიგონი ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42