შსს-ს წარმომადგენლებმა საერთაშორისო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
საზოგადოება - 10:24, 06 Sep, 2014     789
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ფართომასშტაბიან საერთაშორისო სწავლებაში „უსაფრთხო კავკასია – 2014“, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთავრობას და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული „საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების, შეზღუდვისა და შემსუბუქების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში და ასევე საერთაშირისო კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმთან“ (BP) „ხმელეთზე და წყალში ნავთობის დაღვრაზე ერთობლივი რეაგირების“ თაობაზე არსებული ხელშეკრულების ფარგლებში.
სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
შს სამინისტროსთან ერთად სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სს ,,ენერჯი ინვესტი”-ს, კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“, თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს, რუსთავის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებმა.
სწავლების მიზანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, კატასტროფებზე მორეაგირე ძალების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა და გაუმჯობესება. ასევე ჩატარდა კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ და მისი კონტრაქორი კომპანია „ბრიგსის“ სამაშველო ძალების ერთობლივი რეაგირების ოპერაციების ტესტირება. სწავლების ბოლოს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42