„მრავალეროვანი საქართველო“ საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევნების პროცესს აკვირდებოდა
საზოგადოება - 19:49, 05 Sep, 2014     2091
დღეს,საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველო“-მ, განათლების სამინისტროს მოწვევით, დირექტორობის კანდიდატთა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, თბილისის 12 საჯარო სკოლაში დირექტორების არჩევის პროცესის მონიტორინგი განახორციელა.

როგორც ,,ნიუპოსტს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, „მრავალეროვანი საქართველო“ დირექტორების არჩევნების პროცესს თბილისის N64, N116, N72, N81, N96, N105, N146,N218, N37, N43, N104 საჯარო სკოლებში აკვირდებოდა, სადაც სწავლება ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ ან რუსულ ენებზე მიმდინარეობს. აღნიშნული სკოლებიდან, 6-ში წარმოდგენილი იყო 1 დირექტორობის კანდიდატი, ხოლო4 ში - ორ-ორი. მონიტორინგის შედეგადმოგახსენებთ, რომ 5 საჯარო სკოლაში არჩეულ იქნა დირექტორი, ხოლო5-ში ვერ აირჩიეს, უმრავლესად, კანდიდატების მიერ ხმების არასაკმარისი რაოდენობის მიღების გამო.

ასევე ვერ მოხერხდა დირექტორის არჩევა N116 საჯარო სკოლაში, ვინაიდან აღნიშნული სკოლის წინამორბედმა დირექტორმა დიმიტრი მეჭურჭლიშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ბათილათ იქნას ცნობილი საქართველოს განათლების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს N 977 ბრძანებადა მოითხოვს გამოიცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი სადაც, დიმიტრი მეჭურჭლიშვილი შევა იმ კანდიდატთა სიაში, რომელიც ასარჩევად წარედგინებიან N 116 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს.

გარდა ამისა, დირექტორი ვერ შეარჩიეს N37 საჯარო სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სკოლაში დირექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.

N43 საჯარო სკოლაშიც მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, სადაც კანდიდატის წინააღმდეგი სამეურვეო საბჭოს 13-ვე წევრი აღმოჩნდა.

დირექტორის არჩევნებში წარდგენილი კანდიდატებიდან ვერცერთი ვერ შეირჩა N104 და N218 საჯარო სკოლებშიც.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „მრავალეროვანი საქართველო“-ს დამკვირვებელი არ დაუშვეს N72 საჯარო სკოლაში, რაზეც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. აღნიშნულის თაობაზე, „მრავალეროვანმა საქართველომ“ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. გარდა ამისა, დაფიქსირდა სხვა უმნიშვნელო ხარვეზები, რომელთა თაობაზე ორგანიზაციამ სამინისტროს აცნობა, რაზეც მან სწრაფი რეაგირება მოახდინა.

დანარჩენ საჯარო სკოლებში არჩევნები, კანონის ფარგლებში და ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42