თბილისის მთავრობამ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ანგარიში მოისმინა
საზოგადოება - 18:51, 05 Sep, 2014     1416

თბილისის მერიაში გამართულ პარასკევის ტრადიციულ შეხვედრაზე, დღეს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ხელმძღვანელობამ დედაქალაქის მთავრობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა და თბილისის მერის, დავით ნარმანიასგან ზამთრისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით დავალებები მიიღო.

დავით ნარმანიას დავალებით, ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის და უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ სრულად უნდა შეამოწმოს გაზგამანაწილებელი სისტემა, გაატაროს ყველა საჭირო ზომები და მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნორმების შესახებ.

მომდევნო კვირისთვის „ყაზტრანსგაზმა“ მერიას უნდა მიაწოდოს დეტალური გრაფიკი დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, რაც, ასევე, აუცილებელია 2015 წლის ბიუჯეტის დასაგეგმად; მიწისზედა გაზგამანაწილებელი ქსელის გაყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უკვე არსებულ ქსელებსა და სისტემებზე კი ინფორმაცია მიეწოდოს მერიას. რაც შეეხება ახლადაშენებული საცხოვრებელი კორპუსების გაზიფიცირებას, უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს გაზის უსაფრთხო შეყვანის სტანდარტს, სადაც გათვალისწინებული იქნება, ასევე, ვიზუალური მხარე.

დავით ნარმანიას დავალებით, თბილისის მთრავრობასა და კომპანიას შორის კოორდინაციის მიზნით, კომპანიამ უნდა გამოყოს სპეციალური წარმომადგენელი. მთავრობის მხრიდან კომპანიასთან ურთიერთობა თბილისის ვიცე-მერს, გიორგი სოლომონიას დაევალა.

დავით ნარმანიას თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, პრინციპულად მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სად რა მდგომარეობაა მოსახლეობის გაზმომარაგების და უსაფრთხოების თვალსაზრისით. მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით დაჩქარდება მიმდინარე სამუშაოები და თბილისის მერია და „ყაზტრანსგაზი“ კოორდინირებულად იმუშავებენ. პრობლემური უბნების საკითხს სპეციალური სამუშაო ჯგუფი განიხილავს. გარდა ამისა, კომპანია გამოყოფს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელთანაც რაიონული გამგეობები ყოველდღიურად მიიტანენ და განიხილავენ არსებულ პრობლემებს.

„ვერ ვთანხმდებით იმაზე, რომ გლდანის რაიონში დასაჩქარებელია 43 ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი პროექტი. დაჩქარებული ექსპერტიზის შემთხვევაში, გაურკვეველია ვინ უნდა გადაიხადოს ექსპერტიზის საფასური, გლდანის რაიონის გამგეობამ, რომელსაც ეს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვს, თუ „ყაზტრანსგაზმა“. ეს ინდივიდუალური შემთხვევააა, რაც მოქმედი წესებით და ნორმებით არ რეგულირდება, ამიტომ მე დავავალე გამგეობას, დაიანგარიშოს გადასახდელი თანხის მოცულობა და, თუ დიდი არ არის, მას თბილისის მერია დაფარავს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42