საქართველოს სკოლების „ბუფეტების“ უმრავლესობაში ანტისანიტარიაა
საზოგადოება - 17:48, 05 Sep, 2014     2532

საქართველოში სასწავლო წლის დაწყებისთანავე სკოლებში კვების ობიექტების შემოწმება გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ხელმძღვანელები შემოწმების შესახებ ინფორმაციას წინასწარ იღებენ „რეზონანსის“ ინფორმაციით ე.წ. ბუფეტებში მაინც რთული სანიტარული მდგომარეობაა. შეგახსნებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე სკოლის კვების ობიექტი საერთოდ დახურა.

სააგენტოს ცნობით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ობიექტების შემოწმება მათი პრიორიტეტია. წლის დასაწყისში რამდენიმე ათეული სკოლა შემოწმდა, უმეტეს ობიექტზე აღმოჩენილია ეტიკეტირებისა და პროდუქტის შენახვის ნორმის დარღვევა. ასევე, სასადილოებში არ არის ცხელი და ცივი წყალი, რაც ჰიგიენური ნორმის დაცვას ართულებს.

ასევე ცნობილია, რომ საჯარო სკოლების შემდეგ, კერძო სკოლების შემოწმებაც დაიწყება.

„სკოლებში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა - ირღვევა ეტიკეტირების წესები, პროდუქტის შენახვა-რეალიზაციის ნორმა. ცხელი წყლის არარსებობის გამო, ჰიგიენური პირობების დაცვა შეუძლებელია. რამდენიმე სკოლის „ბუფეტი“ საერთოდ დაიკეტა და მათ გარკვეული პერიოდი მიეცათ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე.

საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 2 200 საჯარო სკოლაა, აქედან 218 დედაქალაქში. უკვე შემოწმებული სკოლებიდან, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა, ანტისანიტარიის გამო, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე 113-ე საჯარო სკოლის „ბუფეტი“ დახურეს და ბიზნესოპერატორი 1 000 ლარით დააჯარიმეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42