სოლიდარობის ფონდმა სიმსივნით დაავადებული 11 ბავშვი დააფინანსა
საზოგადოება - 17:11, 05 Sep, 2014     1537
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული 18 წლამდე ასაკის 11 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა. გადაწყვეტილება კომისიამ პირველ სხდომაზე მიიღო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.
მუდმივმოქმედი კომისიის წევრებმა დაფინანსების მიღების მსურველთა 15 განაცხადი განიხილეს, საიდანაც 11 დაკმაყოფილდა. მათ შორის, დაფინანსდა სამი ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობა. დაფინანსებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხის ოდენობა 96 ათას ლარს შეადგენს.
როგორც სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა განმარტა, ოთხი განაცხადი, რომლებიც არ დაკმაყოფილდა, სოლიდური სიმსივნეების დიაგნოსტიკის და ასაკობრივ კრიტერიუმებში არ ჯდებოდა. თუმცა, კომისიამ ისინი ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურში გადაამისამართა და მათაც დამატებითი სახსრების მოძიების საშუალება მისცა.
„კომისიის პირველმა სხდომამ გვაჩვენა, რომ დღეისათვის მობილიზებული თანხა, რომელსაც 23 ათასი საჯარო მოხელე სწირავს ფონდს ყოველთვიური დონაციის სახით, საკმარისია, რათა 18 წლამდე სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვთა თანადაფინანსების პრობლემა საქართველოში სრულად იყოს გადაჭრილი",- აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ კომისიის სხდომის შემდეგ განმარტა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება თანხების გადარიცხვა, რათა ბენეფიციარებმა მომსახურება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, შეუფერხებლად მიიღონ.
კომისიის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42