„გასულ წელს ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განხცადება თბილისის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯებთან და გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით. მათ შორის იყო „თბილისის მერიის ბიგ-ბენდისთვის“ მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენის (SPA130028086) და სარეკლამო კლიპების სატელევიზიო ეთერში განთავსების (SPA130026494) ტენდერები, რომლებიც ჯამში 760 000 ლარს აღწევდა.
თბილისის მერიის ბიუჯეტის დამტკიცების გაჭიანურების პერიოდში, ორგანიზაციის ხელმძღვანელები მონაწილეობას იღებდნენ თბილისის მერიის მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ განხილვებში, სადაც ცალსახად მოვითხოვეთ ზემოაღნიშნული ტენდერების ჩაშლა.
მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, აღნიშნული ხელშეკრულებები მაინც გაფორმდა, საიდანაც „თბილისის მერიის ბიგ-ბენდისთვის“ მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის 194 270 ლარი, ხოლო კლიპების განთავსებისთვის 30 450 ლარი იქნა გამოყენებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარეკლამო კლიპების განთავსებისთვის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულების 95%-ის, ანუ 534 550 ლარის მომსახურების გაწევა დღემდე არ მომხდარა. თუმცა, ხელშკრულების დანართის მიხედვით, რეკლამების განთავსება ყოველთვიურად იყო გათვალისწილებული“ - განაცხადა გიორგი ჭულუხაძემ პრესკონფერენციაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ წლის მესამე კვარტალი სრულდება, ხოლო წლის ბოლომდე თბილისის ბიუჯეტს ფინანსური პრობლემები აქვს, ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გამოყენება სხვა პრიორიტეტების დასაფინანსებლად უნდა იქნას მიმართული.
ჭულუხაძის თქმით „იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლო ახლოვდება, თბილისს ახალი მთავრობა ჰყავს და განიხილავს კომერციული ბანკისგან სესხის აღებას ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის გამო, მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში ნახევარი მილიონ ლარზე მეტი თანხის სარეკლამო კლიპების განთავსებისთვის გამოყენება არასწორი გადაწყვეტილება იქნება“.
გიორგი ჭულუხაძემ მიმართა დავით ნარმანიას, დაავალოს შესაბამის სამსახურს რათა გადაიხედოს ხელშეკრულება N7.2.4/30/5 და შევიდეს ცვლილებები და ზემოაღნიშნული 534 550 ლარიდან მინიმუმ 500 ათასი ლარის გამოყენება სოციალური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად იქნას მიმართული“.
მასალის გამოყენების პირობები






