,,ტელეკომპანია რუსთავი 2ის გადაწყვეტილებით, კომპანიის დამფუძნებლების, მენეჯმენტის და მთელი კოლექტივის სახელით, გვსურს საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ ვიღებთ მზრუნველობას დაზარალებულ პატარაზე, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ. გამოვთქვამთ მზადყოფნას, სრულად დავაფინანსოთ მისი ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხარჯები, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ასევე, გავხსნით მისი სახელობის ანგარიშს, სადაც, ჩვენის მხრივ, ჩავრიცხავთ ათი ათას ლარს და ასევე ჩვენი ეთერის მეშვეობით უზრნველვყოფთ, რომ ყველა მსურველმა ჩარიცხოს ამ ანგარიშზე თანხები შესაძლებლობის ფარგლებში. ანგარიში იქნება შემნახველი და პატარას შეეძლება ანგარიშზე დარიცხული თანხის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება სრულწლოვანების მიღწევისთანავე.
იმედი გვაქვს თქვენი გულმოწყალების. დაეხმარეთ პატარას რუსთავი 2-თან ერთად“, - ნათქვამია ნიკა გვარამიას განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






