ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციისთვის წინაწარი პროექტირება მიმდინარეობს
საზოგადოება - 12:09, 05 Sep, 2014     1199
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50კმ-იან საავტომობილო გზის რეაბილიტაციის განსახორციელებლად ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და წინასწარი პროექტირება მიმდინარეობს. აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის განვითარების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და წინასწარ პროექტირებას საკონსულტაციო კომპანია „კოქს კონსალთინგი“ ახორციელებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე და მისი პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი სოფელ მოლითში იყოფებოდნენ, სადაც ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გზის წინასწარი პროექტირების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე ალეკო იოსებაშვილი, „კოქს კონსალტინგის“ ხელმძღვანელები, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები და 10-მდე სოფლის მოსახლე ესწრებოდა.

ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა წარმოადგენს საგზაო კავშირს ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და E-60 ავტომაგისტრალს შორის, ასევე არის მთავარი საერთაშორისო საგზაო არტერია და ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს მთავარ ქალაქებს. საპროექტო გზა მის ძირითად სიგრძეზე მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნულ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს, არსებულ საავტომობილო გზაზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. 37 000-მდე ადგილობრივი მოსახლე ხრეშოვანი გზის საშუალებით გადაადგილდება, რაც სოფლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას აფერხებს.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდება ძირითადად უკვე არსებული გზის ფარგლებში და მოიცავს: ასფალტისსაფარისდაგების, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, ასევე ნაპირსამაგრ, გზის მონიშვნისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობის სამუშაოებს.

პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება 20-მდე სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, მოსახლეობის მობილურობა, სავაჭრო და ტურისტულ ობიექტებთან კავშირი, გაიზრდება გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების დონე.

ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და გზის წინასწარი პროექტირება 2014 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, პირველ ეტაპზე დეტალური პროექტირება მომზადდება, ხოლო შემდეგ დაიწყება საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42