რა ხილვები ჰქონდა სოსო ჯაჭვლიანს - ,,იმქვეყნად მეგონა თავი...“
საზოგადოება - 21:00, 04 Sep, 2014     3398
პარლამენტის დეპუტატი, მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანის თქმით მის ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილა. სიზმარში თუ ხილვაშიც ჰქონია მინიშნებები მოსალოდნელ განსაცდელზე.

„ისეთ სიზმრებს ვნახულობ, ყველა რომ ფურცელზე გადავიტანო , ტომეულები გამოვა. წლების განმავლობაში გამოვიმუშავე , რომ ძირითადად ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნანახი სიზმრების უნდა მჯეროდეს, შაბათ-კვირას ნანახ სიზმრებს ყურადღებას არ ვაქცევ. ხშირად ვხედავ მიცვალებულებს რომლებსაც ვესაუბრები. სპიტაკის მიწისძვრის წინა ღამეს სიზმარი ვნახე , რომ ენგური შავი და ადიდებული მოდიოდა. ორივე ნაპირას კი ზეწარგადაფარებული ცხედრები ესვენა.

ერთხელ რაღაც ქაოსი დამესიზმრ, მერე კი ყველაფერი დაწყნარდა და სივრცე გამოჩნდა.რომ გავიღვიძე , მივხვდი ხიფათი მელოდა, რომელიც კარგად დასრულდებოდა.

აგარაკზე ძროხები მყავს და კახეთში ქერის და ხორბლის ჩამოსატანად წავედი. იქიდან რომ ვბრუნდებოდი. ერთ ადგილზე ძალიან ცუდი მოსახვევია , იმ მოსახვევთან, საპირისპირო მხრიდან „ზილმა“ შემოუხვია. მუხრუჭი ვიხმარე , მაგრამ მანქანამ ვერ დაიჭირა და შევასკდი. წამებში გავიაზრე , რომ ვკვდებოდით და გავითიშე, თვალი რომ გავახილე , იმქვეყნად მეგონა თავი , საბედნიეროდ გადავრჩით. ქერის ტომრებმა გადაგვარჩინა. მუხრუჭი რომ ვიხმარე ზემოდან გადმოგვეყარა და ფაქტობრივად ქერის ორმოში ჩავცვივდით.“

წყარო- ჟურნალი „სარკე“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42