დავით ნარმანია საქართველოში ვიზიტად მყოფ საბერძნეთის დელეგაციას შეხვდა
საზოგადოება - 19:18, 04 Sep, 2014     1787
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ვიზიტად მყოფ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის მდივანს სპირიდონ კატრამადოსს, ბერძენ ბიზნესმენებს და საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ელეფთერიოს პროიოსს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის რელიგიური ტურიზმის განვითარებასა და თბილისისა და ათენის დაძმობილების გეგმებზე. დავით ნარმანიას თქმით, ორი ქალაქის დაძმობილება კარგი საშუალებაა სხვადასხვა სფეროებში , მათ შორის რელიგიური ტურიზმის განვითარებაში გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთონ ორი ქვეყნის ტუროპერატორი კომპანიები. მისივე თქმით, დაგეგმილია თბილისის ისტორიული ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს თბილისში ტურისტების მოზიდვას და რელიგიური ტურიზმის განვითარებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საბერძნეთის და საქართველოს მჭიდრო ისტორიულ კავშირებს. ელჩის თქმით, საბერძნეთში დღეისათვის 100 000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს, საქართველოში ასევე არსებობდა ბერძნული დიასპორა და სწორედ ეს არის ორ ქვეყანას შორის ხიდი.

სპირიდონ კატრამადოსმა დავით ნარმანია ოქტომბრის ბოლოს, საქართველოს დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთში მიიწვია და საბერძნეთის პატრიარქისგან საჩუქრად ხატი გადასცა.

თავის მხრივ, სტუმარი დავით ნარმანიამაც დაასაჩუქრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42