,,ქალბატონო მანანა! მე გახლავართ ოქროპირიძის მიერ მოკლული ლევან თალაკვაძის დედა. ბუნებრივია თვალს ვადევნებ მის მიერ კიდევ ერთი მოკლულის ლაშა მახარაძის საქმის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას. წავიკითხე თქვენი ინტერვიუ ამ დანაშაულის შესახებ. სამწუხაროდ, ინტერვიუში ჩანს თქვენი პროფესიული არაკომპეტენტურობა, რადგან თქვენ დანაშაულის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენთ. რასაც თქვენ წერთ - სიცრუეა. ნუთუ არ იცით რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მას ( სახელის ხსენებაც მზარავს ). ნუთუ არ გაღელვებთ ამ ბიჭების სიკვდილი? დაფიქრდით, ეს არ არის პოლიტიკური რეკლამა. ჩვენი შვილები იხოცებიან, თქვენ კი აუღელვებელი სახით, სრულიად საქართველოს წინაშე თავს იმართლებთ“, - წერს ჟუჟუნა თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ მანანა კობახიძე წლების წინ მკველობისთვის ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






