„ძალიან დიდი რაოდენობით იყვნენ შეწყალებული პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პედოფილები, ყაჩაღები და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე ნასამართლევი ადამიანები, ისინი ელოდებოდნენ იმ დროს, როდესაც დაიწყებდნენ სიტუაციის არევას. დღეს ჩვენ ვხედავთ და ამას ხელოვნურობის სახეც აქვს, რომ რეალურად სიტუაცია ფუჭდება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ოდესღაც ნასამართლევი იყვნენ .
თუ არ ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, საზოგადოების ის ნაწილი, რომლებმაც კარგად იციან საკითხი, პრობლემა პრობლემად დარჩება“, - აცხადებს ლალი მოროშკინა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძეც აკეთებს აღნიშნულ თემაზე კომენტარს და აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში „ლომის წვლილი ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის:
„რაც დღეს ქვეყანაში ხდება ლომის წვლილი „სწორედ ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის, რომელიც ეკონომიკურ სიდუხჭირესაც უწყობს ხელს, ქვეყნის დისკრედიტაციასაც უწყობს ხელს და რაც მთავარია, მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები მიზანმიმართულად ასრულებდნენ 9 წლის განმავლობაში პოლიტიკურ დაკვეთებს, დღესაც ეს ადამიანები ძალიან მიზანმიმართულად მოქმედებენ იმისკენ, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდოს. დღეს ხელისუფლება გამოიყურება ისე უსუსურად, ისე სუსტად, რომ ბუნებრივია საზოგადოებასაც უჩნდება დაუცველობის განცდა. თუ ეს პოლიტიკა კიდევ გაგრძელდება, ბუნებრივია ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის დამძიმებას“. - აღნიშნავს ნანა კაკაბაძე.
მასალის გამოყენების პირობები






