მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის გამოყოფილი შეშის მოცულობა იზრდება
საზოგადოება - 13:03, 04 Sep, 2014     1390
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი სომხიშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ლევან ტაბუცაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტში „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრეს.

განვლილი ზამთრის სეზონის სტატისტიკამ აჩვენა, რომ მაღალმთიანი რეგიონების დასახლებულ პუნქტებში მოსახლე ერთ კომლზე (ოჯახზე) 7 მ3-ის ოდენობით საშეშე მერქნული რესურსი აშკარად არასაკმარისია, მათ შორის იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებითაც, რომ წელიწადის ცივი პერიოდი (ზამთრის სეზონი), ბარისგან განსხვავებით, მთაში გაცილებით ხანგრძლივია და ასევე, გაზის უქონლობის გამო აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობა შეშას საყოფაცხოვრებო მიზნით ზაფხულის პერიოდშიც აქტიურად იყენებს. სიახლით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების 1500-ზე მეტი სოფლის მაცხოვრებელი ისარგებლებს.

სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სოფლების მოსახლეობას 7 მ3 - საშეშე მერქნის მოპოვების საშუალება ეძლევა, რაც აქამდე არსებული კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული. მაღალმთიანი სოფლების სტატუსს საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ„ განსაზღვრავს. ცვლილების მიზანი ტყის ფონდის მართვის მდგომარეობის ხარისხისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კიდევ ერთი სიახლით ეროვნულ სატყეო სააგენტოს მთავრობის 242-ე დადგენილებით მიენიჭა უფლება თავად დაამზადოს ხე-ტყე და უზრუნველყოს მისი რეალიზაცია. ამ მიმართულებით, იწყება საპილოტე პროექტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სააგენტო ეტაპობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს განახორციელოს მასშტაბური სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები. შედეგად, გაუმჯობესდება ტყის სანიტარული მდგომარეობა, სატყეო ინფრასტრუქტურა, მიღებული შემოსავლებით განხორციელდება ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42