ჰოლანდიაში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება
საზოგადოება - 17:00, 03 Sep, 2014     2336

2014 წლის 26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენის ერთ-ერთი პრესტიჟული გალერეა „ფრედერიკ ვან დერ ვლისტი“(მისამართზე: Nieuwe Rijn 26, 2312 JD Leiden, the Netherlands) ჰოლანდიური ფონდის არტექო* (www.artecho.nl) ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, უმასპინძლებს გამოფენას „ჩემი სახლი-აფხაზეთი”, რომელზეც აფხაზეთის ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლების ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრები გამოიფინება. ყველა ტილოს შთაგონების წყარო არის 20 წლის წინ ომის გამო იძულებით დატოვებული მშობლიური მხარის, აფხაზეთის კოლორიტის, იქაური მოტივების მონატრება და ტკივილი.

ჰოლანდიელ პუბლიკასთან ერთად გამოფენის გახსნას დაესწრებიან უმაღლესი რანგის სტუმრები ჰოლანდიიდან და საქართველოდან.

გამოფენა „ჩემი სახლი - აფხაზეთი“ არის ”ფესტივალი იბერიას” (www.festivaliberia.nl) ორგანიზატორი ჰოლანდიური ფონდი ”არტექოს” მორიგი, მეხუთე პროექტი. აღსანიშნავია, რომ წინა 4 გამოშვებას უშუალოდ დაესწრო 75 000-მდე ადამიანი, მრავალრიცხოვან პუბლიკას საშუალება მიეცა მიეღო ინფორმაცია ძალზე მნიშვნელოვანი კულტურული პროექტების და მასში მონაწილეების შესახებ.

ოთხი გამოშვების ფარგლებში ”ფესტივალ იბერიასთან” დაკავშირებით მხოლოდ ჰოლანდიურ მედიაში ქართულ კულტურას, საქართველოს მიეძღვნა 41 სტატია(იხ. წლების მიხედვით www.festivaliberia.nl Publications). ასევე უპრეცენდენტოდ დიდია უცხოელ პარტნიორთა თანადგომაც: 4 გამოშვების მანძილზე ”ფესტივალი იბერიამ” 52 ჰოლანდიელი პარტნიორის მხარდაჭერით ისარგებლა.

ხვალ, 4 სექტემბერს, 11 საათზე გამოფენის ორგანიზატორი ფონდ ”არტექოს” დირექტორი დალი დე გრააფი, ჰოლანდიაში მიწვეული მხატვრების - ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას მონაწილეობით ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში (მის;კოსტავას 68ა) აღნიშნულ თემაზე პრესკონფერენციას გამართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42