116-ე საჯარო სკოლა ამბოხს განაგრძობს! მშობლების და პედაგოგების მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს
საზოგადოება - 16:41, 03 Sep, 2014     4007

116–ე საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მშობელთა სათათბირო და სასკოლო საზოგადოება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

„მოგმართავთ თხოვნით, სასწრაფოდ ჩაერიოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებებში, რათა ამ გადაწყვეტილებებმა ზიანი არ მიაყენონ სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებას და ჩვენ პროფესიულ საქმიანობას, ჩვენ მრავალეროვან კოლექტივს.

საქმე ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პირად ახირებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, კერძოდ, ის ვერ იტანს ჩვენი სკოლის პედაგოგს დავით ფერაძეს. რომელიც სხვადასხვა ფორმით აკრიტიკებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს /ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე უსაფუძვლოდ. მისი გათავისუფლების მოთხოვნით, სამინისტრო ერთი წლის განმავლობაში, უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებდა ჩვენი სკოლის დირექტორზე დიმიტრი მეჭურჭლიშვილზე. სამინისტრომ პედაგოგ ფერაძის მიერ ერთი საათის გაცდენის გამო, სკოლას გამოუცხადა გაფრთხილება, ასეთი კურიოზი სისტემაში ალბათ არასოდეს მომხდარა. ასევე, მონიტორინგის ეგიდით სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ, 4 თვის მანძილზე, ყოველგვარი ბრძანების გარეშე, ჩაატარა დოკუმენტური რევიზია. ყოველივე ეს მიზნად ისახავდა დირექტრის იძულებას გაეთავისუფლებინა პედაგოგი სამსახრიდან და როდესაც ეს მოთხოვნა დირექტორმა არ შეასრულა, მასზე მინიტრმა განახორციელა პირადი ანგარიშსწორება–დაბლოკა ე.წ. სტრატეგიული ხედვის გასაუბრებაზე და არ წარადგინა სამეურვეო საბჭოს წინაშე დირექტორობის კანდიდატად. ეს იმ სტრატეგიული ხედვის გასაუბრებაზე, რომლის შესახებაც დიმიტრი მეჭურჭლიშვილს გამოცემული აქვს საქართველოში ერთადერთი სახელმძღვანელო, რომლითაც სარგებლობდა არა ერთი წარმატებული კონკურსანტი და მათ დიდ უმრავლესობას კონსულტაცია ან ტრენინგი ჩაუტარა ავტორმა. სამწუხაროდ, მინისტრმა თანხმობა მისცა არა ერთ ისეთ კანდიდატს, მათ შორის ჩვენს სკოლაში წარდგენილსაც, რომელთაც არანაირი ინფორმაცია სკოლის შესახებ არც სკოლიდან და არც შესაბამისი რესურსცენტრიდან არ მოუთხოვიათ. ჩნდება კითხვა: როგორ მოახერხეს მათ კონკრეტული სკოლის შესახებ უამრავი ანალიზის ჩატარება, რასაც საჭიროებს სტრატეგიული განვითარების გეგმა და მისნისტრის ხელდასმული კომისიისათვის მოსაწონი სტრატეგიული ხედვის დადება? როგორ შეძლეს საერთოდ კანდიდატებმა ხედვების წარდგენისას ასეთ შემჭიდროვებულ ვადებში ჩატევა? ყოველივე ეს თვალნათლივ ადასტურებს, რომ აქ რაიმე ობიექტურობაზე, მით უფრო სკოლის სტრატეგიულ ხედვებზე საუბარიც კი ზედმეტია. ეს იყო ფარსი და წარმოდგენა, რომელიც დადგა სამინისტრომ საზოგადოების თვალში ნაცრის შესაყრელად. ასევე ჩნდება კთხვა: ჯერ რატომ გაწელა ხელოვნურად ასე უზომოდ დირექტორთა კონკურსი, ხოლო შემდგომ რატომ შეამჭიდროვა კურიოზულ ვადებში? რატომ უგულებელყო გასაჩივრების ვადები? ანუ რატომ აიგდო აბუჩად მოქალაქის ფუნდამენტური უფლება, გასაჩივრების უფლება? რატომ წაართვა სამეურვეო საბჭოებს ალტერნატივების განხილვის შესაძლებლობა? მთავრობის ფუნდამენტური ვალდებულებებიდან ერთ–ერთი უმთავრესი ხომ კონკურენციის ხელშეწყობაა? შეადარეთ ერთმანეთს მსურველთა და წარდგენილ კანდიდატთა სიები ერთმანეთს....!!!! კონკურენციის ველი მთლიანად გაწმენდილია მინისტრისთვის არსასურველი კანდიდატებისაგან!!! კონკურსიც ამას ჰქვია!!! რატომ დაარღვია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს კონსტიუციის 24–ე მუხლი და სერთიფიცირებულ მოქალაქეებს რატომ არ მისცა არჩევანის თავისუფლება, რაც წინა ციკლის არჩევნებზე გარანტურებული იყო? კანდიდატებს შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობებით მიეღწიათ სასურვლი მიზნისათვის ვისიმე სუბიექტრი გადაწყვეტილების გარეშე. რატომ აიყვანა სამინისტრომ ნეპოტიზმი სახელმწიფო რანგში? /მან სარეკომენდაციო წერილები შემოიღო საჯარო სამსახურში კონკურსანტებისათის/.

შედეგი: სამინისტროს რეიტინგის მკვეთრი ვარდნა, რაც გამოიხატა კოკურსში მონაწილეთა რაოდენობაში. სერთიფიცირებული დრექტორების გარეშე დარჩენილია საქართველოს სკოლების დიდი რაოდენობა. მიუხედავად 2–ჯერ გამოცხადებული კონკურსისა, სამართლიანობის დეფიციტმა თავისი შედეგი აჩვენა.

ახლა რაც შეეხება დიმიტრი მეჭურჭლიშვილს: მისი 7 - წლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში, სკოლამ მიაღწია უამრავ წარმატებას, რაზედაც მეტყველებს მოთხოვნადობის ინდექსი, სკოლა მუშაობს 300%იანი გადატვირთვით, კონტინგენტი იყო 900, გახდა 1200. და ეს ხდება, მაშინ ჩვენს გვერდზე უამრავი დიდი სკოლა ცარიელი კორპუსებით იწონებს თავს. სკოლამ შეფასებისას მიიღო საქართველოში უმაღლესი შეფასება–9 ვარსკვლავი. მაინც, რამდენი ჰყავს მინისტრს საქართველოში ასეთ სკოლა? სწავლების ხარისხის მხრივ უამრავი გაზომვადი და დათვლადი ინდიკატორით სკოლა მინიმუმ თბილისის 2 რაიონის ჯამური მაჩვენებლის შედეგს აღემატება, თუმცა შეხვედრისას მინისტრმა ეს შედეგიც არაფრად ჩააგდო. ნეტავ, რა არის მისთვის წარმატებული სკოლის მახასიათებელი? იცის კი მან საერთოდ რა ინდიკატორებით ფასდება სკოლა? არაფერს ვამბობთ უამრავ ნოვაციაზე, რომელიც სკოლაში განხორციელდა, მისთვის ეს მორიგი „მერე რას“ საფუძველლი გახდა. არაფერს ვამბობთ სკოლაში ჯანსაღ კორპორაციულ კულტურზე, რომელიც ბოლო 7 წელია სკოლაში დამკვიდრდა. მოკლედ, ვერაფრით მოვაწონეთ ქ–ნ მინისტრს თავი!!!!

ბ–ნო პრემიერ მინისტრო, გიწვევთ განათლების მინისტრის მიერ დაწუნებული კანდიდატის სკოლის სტრატეგიული გეგმის განხილვაზე, რათა თავად დარწმუნდეთ რამდენად საფუძვლიანი და სკოლის საჭიროებებზე მორგებულია იგი.

უმორჩილესად გთხოვთ, არ გადადოთ ამ წერილზე რეაგირება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ორგანიზებული „ბლიც–კონკურსის“ ზეჩქარი ვადების (დებულებაც ხომ 2ჯერ შეიცვალა ამისათვის საგანგებოდ!!). თქვენი რეაგირების დაყოვნება ნიშნავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უსამართლო გადაწყვეტილებების დაკანონებას. ასეთ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, განვახორციელოს საქართველოს კონსტიუციითა და შრომის კოდექსით მინიჭებული უფლება და არაძალადობრივი პროტესტის ფორმით, არ დავუშვათ მინისტრის მიერ ხელდასმული, რეკრუტად მოვლენილი ერთადერთი კანდიდატის „ნამესტნიკობა“,- აღნიშნულია წერილობით მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42