ქუთაისის პარლამენტთან იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე შეკრებილები იმ სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების გაცნობას ითხოვენ, რომელმაც იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა საკითხი უნდა შეისწავლოს.
სამუშაო ჯგუფში, რომელსაც პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე ხელმძღვანელობს, ზაქარია ქუცნაშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად ძიძიგური და კიდევ რამდენიმე დეპუტატი შედიან.
მოსახლეობა გამოსახლების შეჩერებას და გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხის გაცემას ითხოვს.
ქუთაისის პარლამენტთან იპოთეკით დაზარალებულთა აქციის პარალელურად ქარხანა „ჰერკულესის“ თანამშრომლები აქციას მართავენ. მათი თქმით, "ჰერკულეს"-ში მომუშავეების მიმართ საწარმოს ადმინისტრაციას 4 თვის სახელფასო დავალიანება აქვს. როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, კომპანიაში მათ სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან. „ჰერკულესის“ თანამშრომლები დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






