საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა. პრეზენტაცია ეხებოდა საფეხბურთო მატჩების აუდიო-აღწერილობით კომენტირებას უსინათლოთა და მცირემხედველებისთვის.
პროექტს განახორციელებს „ფეხბურთის ხელმისაწვდომობის ევროპული ცენტრი - „CAFE", რომლის ხელმძღვანელი ელენე კარპუხინა საქართველოში იმყოფება და ის პროექტის პრეზენტაციას თავად გააკეთებს.
CAFÉ-ის საქველმოქმედო ორგანიზაცია, UEFA-ეგიდით შშმ პირთათვის ფეხბურთის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა.
როგორც სპორტი სამინსიტროში აცხადებენ, CAFÉ ევროპის 2012 და მსოფლიოს 2014 წლების ჩემპიონატების ოფიციალური მონაწილე იყო, სადაც ყველა მატჩი უზრუნველყოფილი იყო აუდიო-აღწერილობით კომენტირებით.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოში მოქმედი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






