,,ნეტა ვინ იქნება შემდეგი...?“ - ტყვიავში ეჭვობენ, რომ ხელისუფლება ოქრუაშვილს მფარველობს
საზოგადოება - 21:25, 02 Sep, 2014     2749
ჩემი სახლის დაწვა ხომ შერჩა და ეს ამბავიც, ალბათ, შერება, - თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის იასონ ჩიხლაძის, მეტსახელად ,,ვოლკი“-ის დედა ეკატერინე ჩიხლაძე ირაკლი ორქრუაშვილის მიერ ,,ქართული ოცნების“ აქტივისტების ცემის ფაქტზე საუბრობს. ,,ნიუპოსტთან“ ქალბატონი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტით მთელი სოფელი შეშფოთებულია.

ეკატერინე ჩიხლაძე თავიდაცვის ყოფილ მინისტრს და ამჟამად ,,ქართული პარტიის“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ტყვიავში მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაწვაში ადნაშაულებს. ჩიხლაძე თვლის რომ მისი სახლის დაწვა შურისძიების მიზნით ოქრუაშვილმა თანასოფლელ და მასთან დააახლოებულ ჯიმშერ კაპანაძეს დაუკვეთა, რომელიც ფინანსური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. ჩიხლაძეებს ტყვიავში ერთი და იგივე სახლი ოჯერ დაუწვეს. 2011 და 2013 წლის ნოემბრეში. თუმცა დანაშაული ამ დრომდე არ გახსნილა.

,,მაინც არ გავჩერდები. სახლი ორჯერ დამიწვეს. პოლიცია საქმეს არ ხსნის. ბადაშვილთან მქონდა წერილი გაგზავნილი, მაგრამ ისევ გორს გადმოუგზავნეს. მე ეჭვი მაქვს, რომ ჩემი სახლის დაწვა ირაკლიმ შეუკვეთა ორივეჯერ. ჩვენ ქონება არ გვაქვს და არც ბიზნესები, ამით მოინდომა ჩვენი გამწარება. ჩემს შვილს ესემესბი გაუგზავნა, ემუქრებოდა სახლს დაგიწვავო. ოჯახს ამოგიწყვეტავო. მერე საქმის გასარჩევად იბარბდნენ საფრანგეთში ეგ და სოსო გიგუაშვილი. ეხლა საკრებულოს წევრია. სიით გავიდა, თორემ მაგას ვინ აირჩევდა? არ ვიცი როგორ მოვიქცე, ერთი ის ვიცი რომ სამართალი სანამ არ იზეიმებს, არ გავჩერდები“, - ამბობს ჩიხლაძე და სოფელ ტყვიავში გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომელშიც ოქრუაშვილი მონაწილეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილი ,,ქართული ოცნების“ ტყვიაველ ორ მხარდამჭერს ავტომანქანით გაეკიდა და ცეცხლსასხროლი იარაღიდან ესროლა. მიგვიანებით კი ისინი დაიჭირა და დაცვის თანამშრომლების დახმარებით, ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულს, ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, თავში კონდახებს ურტყამდნენ. მათ მანქანას კი, სამი ტყვია აქვს მოხვედრილი.

,,რაც ეს ამბავი მოხდა, მთელი სოფელი შეშფოთებულია. ნეტა ვინ იქნება შემდეგი... ოქრუაშვილს ალბათ ამ ხელისუფლებაშიც მფარველები ჰყავს. ჩემი სახლის დაწვა ხომ შერჩა და ეს ამბავიც, ალბათ, შერება“, - აცხადებს ეკატერინე ჩიხლაძე.

აღსანიშნავია ისიც რომ ირაკლი ოქრუაშვილი ეკატერინე ჩიხლაძის შვილიშვილის ნათლიაა.


გიორგი ახალკაცი, გორი, ,,ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42