ყვარლის რაიონ, სოფელ გავაზში, ადგილობრივი მოსახლეობა, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, დაუპირისპირდა. დავა საფერავის ჯიშის ყურძნის ფასის ვარდნამ გამოიწვია. გლეხების თქმით, ორი დღის წინ ქინძმარაული 2 ლარი და 35 თეთრი ღირდა, დღეს კი მისი ღირებულება 1 ლარსა და 50 თეთრს არ აღემატება. საფერავის ფასი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანშიც გააპროტესტეს. მევენახეების თქმით, საფერავის ღირებულების გამო რთველი დროებით შეჩერებულია. პრეტენზიების საპასუხოდ რთველის შტაბში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ესევა და ფასს კერძო კომპანიები თავად ადგენენ.
„რთველი მიმდინარეობს მაღალი ორგანიზებით. არანაირი შეფერხება ამ მომენტისთვის არ ფიქსირდება. არის რამდენიმე უკმაყოფილება ჩამბარებლების მხრიდან, მაგრამ ამის მიუხედავად მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ვერ ჩაერევა ფასების ფრომირებაში“,- განცხადა „რთველი 2014“-ის ორგანიზატორი შტაბის ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






