სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია დასრულებულია
საზოგადოება - 16:25, 02 Sep, 2014     623

სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტი, რომლის შედეგად, შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარე 39 სოფლის 20 ათას ჰექტრამდე მიწის სარწყავი სისტემა გაუმჯობესდა, 18 ათას ოჯახს მოუტანს სარგებელს.

რეაბილიტირებული სარწყავი არხი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი სტეფან ჰაიკინი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულება 14 მილიონ ლარს აჭარბებს. სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროცესში ასზე მეტი ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.

სალთვისის და ტირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვარს მიუყვება.

ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით 14 სოფლის 8500 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწის მორწყვა გახდება შესაძლებელი. ეს სოფლებია ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, ქვეში, ქიწნისი, მარანა, კარალეთი.

სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 9700 ჰექტრამდე 16 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია: ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, ფხვენისი, ყელქცეულა, შინდისი, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ძლევიჯვარი, არაშენდა, დირბი, დვანი, ტახტისძირი. გარდა ჩამოთვლილი სოფლებისა არხის რეაბილიტაციის შედეგად ათამდე ოსური სოფლის სახნავ-სათესი მიწა მოირწყვება.

პროექტს, ქართული სამშენებლო კომპანია შპს ,,მშენებელი 80“ ახორციელებს.

სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა 31.9 კმ სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების და კარბის სათავე ნაგებობის მშენებლობა, მოეწყო 85 ერთეული წყალგამშვები ჭა, აშენდა 13 ერთეული შემტბორავი ნაგებობა და გაკეთდა წყალგამყოფი კვანძები.

2008 წლამდე ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ დე- ფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა. უწყლოდ დარჩენილ სოფლებში მოსავლის მოყვანა შეუძლებელი იყო. სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის შედეგად სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა სრულად მოგვარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42