ბორის აკუნინი პუტინის რუსეთს ტოვებს - „ფხიზელის მთვრალებთან ერთ სახლში ყოფნა შეუძლებელია"
საზოგადოება - 15:17, 02 Sep, 2014     3369
ბუნებრივია, ბევრი კითხვა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ ვაფასებ მე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს , და იმაზე თუ რა იქნება ჩვენს თავს მომავალში, - ბორის აკუნინი ,,პუტინის რუსეთს“ ტოვებს და აღნიშნავს, რომ გონების ასეთი დაბნელების პირობებში ძნელია რუსეთში ყოფნა.

ამის შესახებ ცნობილი მწერალი გიორგი ჩხარტიშვილი, ლიტერატურული ფსევდონიმით - ბორის აკუნინი ,,ეხო მასკვის“ გვერდზე საკუთარ ბლოგზე წერს.

,,მე ახლა დავდივარ მოსკოვის ქუჩებში, ვუყურებ ადამიანებს , ვუსმენ საუბრების ნაწყვეტებს(აგარაკი, პირველი სექტემბერი) და ძრწოლა მიპყრობს. ვერ ხედავენ, არ უნდათ იცოდნენ, არ უფიქრდებიან.

ადამიანები დამნაშავეები არ არიან, მათ საკუთარი ცხოვრება აქვთ, თავისი ჩვეულებრივი საზრუნავი. მაგრამ სიბრმავე, უგნურება და გულგრილობა ისტორიის ასეთ მომენტებში ძვირი უჯდებათ ხოლმე.

ჩემს ქვეყანას მძიმე გამსაცდელები ელოდება, ალბათ უფრო მძიმეც კი , ვიდრე ის რაც ახლა უკრაინაში ხდება.

აი როგორ ვაფასებ ბოლო და არაუკანასკნელ მოვლენებს, და თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მინდა რომ ვცდებოდე.

როგორც ამბობენ, ცხოვრებაში მხოლოდ რთულ კითხვებზე პასუხის გაცემას აქვს აზრი, დანარჩენი კითხვები რიტორიკულია. ამიტომ „საფოსტო ყუთიდან“ ამ ჩამჭრელ კითხვას ამოვიღებ.

დღეს ბევრი ჩემი წრის და აზროვნების ადამიანი ფიქრობს და ლაპარაკობს ემიგრაციაზე. ისინი მზად არიან იბრძოლონ მმართველ რეჟიმთან უკეთესი (ჩვენი წარმოდგენით) ცხოვრებისთვის, მაგრამ მზად არ არიანებრძოლონ ოთხმოცდა რაღაცა პროცენტ თანამემამულეს, რომელსაც ეს რეჟიმი, ყველაფრისდა მიუხედავად მოწონს.

ჩემს გარემოში საერთო განწყობა ასეთია „ ჰოდა იყავით თქვენს პუტინთან, როცა დაჭკვიანდებით - დარეკეთ“

ვიღაც გეოგრაფიული ემიგრაციისთვის ემზადება, ვიღაც ეგზისტენციური ემიგრაციისთვის, მით უმეტეს, რომ საბჭოთა გამოცდილება „ სამზარეულოს მიკროგარემო შინაურებისთვის“ ჯერ კიდევ არაა დავიწყებული.

ახლა პირადად საკუთარ თავზე.

რუსეთში ბევრი რამე „მაკავებს“, ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი, ბევრი რამ მომწონს, თითოეულ ჩვენგანს ხომ ჩვენი რუსეთი გაგვაჩნია, მართალი არაა? თუ თქვენ წაგიკითხავთ ჩემი წიგნები და გინახავთ ჩემს მიერ რეკომენდირებული საკითხავების სია, მაშინ თქვენ წარმოდგენა გექნებათ ჩემს რუსეთზე.

პუტინის რუსეთთან მე შეხების წერტილი არ მაქვს, მე იქ ყველაფერი მეუცხოება.და აქ ყოფნა გონების საყოველთაო დაბნელების პერიოდში ჩემთვის მძიმეა . ამიტომ ემიგრირებას მე რა თქმა უნდა არ ვაპირებ, მაგრამ ძირითად დროს ალბათ ამ ყველაფრის მიღმა გავატარებ, „ფხიზელის მთვრალებთან ერთად ყოფნა ერთ სახლში მოუხერხებელია“ დრო და დრო მოგინახულებთ - იმის სანახავად, მთავრდება თუ არა ეს „ზაპოი“

ხოლო „ნაწილად იმისა,რასაც რუსეთი ეწოდება“ მე დავრჩები, ამ თვალსაზრისით ექსპატრიაცია უკვე რა თქმა უნდა შეუძლებელია, და ასევე რუსეთიც , რომელიც ჩემი ნაწილს წარმოადგენს ასევე არსად არ გაქრება", - წერს ბორის აკუნინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42