,,შევახსენებ ბესელიას, კობახიძეს, სადაა მათი პირობა?! მეძავებით ცდილობენ გამდიდრებას“
საზოგადოება - 13:17, 02 Sep, 2014     7457

კაზანტიპის ფესტივალსა და მისი მიმდინარეობის დროს დაფიქსირებული, გაუხმაურებელი ინციდენტების შესახებ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე საუბრობს.

მამა გიორგის განცხადებით, კაზანტიპის ფესტივალზე ერთსქესიანთა ქორწინება დაფიქსირდა, ამისთვის კი პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის წევრებმა და პირადად პრემიერმინისტრმა უნდა აიღონ:

„კაზანტიპის ფესტივალზე ნამდვილად არსებობდა ისეთი ფაქტები, რაც განგაშად ღირდა. ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციაც გვაქვს. პირველივე დღეს 70 კაცამდე იქნა დაკავებული ნარკოტიკის გამოყენების გამო. ახალგაზრდა ქალმა იქორწინა გოჭზე, ქალმა ქალზე და კაცმა კაცზე, ამ ქორწინებას ოფიციალურად უფორმებდნენ. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს ჩვენი პარლამენტარები აცხადებდნენ, ტყუილად გეშინიათ, ქორწინებები არ იქნება და თუ იქნება ჩვენ პარლამენტს ვტოვებთო.

ახლა შევახსენებ ბესელიას, კობახიძეს და სხვებს, სადაა პირობის შესრულება? ეს დუმილი ხომ მათი გამჭვირვალობის ნიშანია? ამ ადამიანებმა ოღონდ ჭამონ, სვან და ფეხებზე ჰკიდიათ სახელმწიფო. პრემიერმინისტრს შეეძლო ერთი სიტყვით მოეგვარებინა ყველაფერი, მაგრამ ყურადაც არ იღო ჩვენი შეგონება. შემირცხვენია ის ქვეყანა სადაც მთავრობა მეძავებით ცდილობს გამდიდრებას“, - აცხადებს მამა გიორგი რაზმაძე.

იგი კაზანტიპის ფესტივალს უკავშრებს დარიალში მომხდარ სტიქიასაც, რის შედეგადაც სამანქანო გზა ჩაიკეტა და რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა შეუძლებელი იყო, კაზანტიპზე კი შედეგად რუსი ტურისტების ნაკლებობა დაფიქსირდა:

„ის, რაც მოხდა, შემთხვევითი კი არ იყო, კარგად დაუკვირდით, 17-ში და 20-ში ჩამოწვა მთის უზარმაზარი მასა, რომელმაც მთელი დარიალის ხეობა ჩაკეტა. ეს ხალხი ელოდებოდა უამრავ ტურისტს რუსეთიდან, ძირითადი გათვლა სწორედ რუსებზე იყო, ამიტომ, როცა მანქანებით უნდა შემოსულიყვნენ საქართველოში, სწორედ ამ დროს ჩაიკეტა გზა ღვთის განგებით. ესენი ვერ აცნობიერებენ ამ საქციელის სიმძიმეს“, - აცხადებს „ალიასთან“ საუბრისას სასულიერო პირი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42