პურის სიძვირით თბილისი და მოსკოვი ლიდერობენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:07, 02 Sep, 2014     2679

თბილისში 1 კილოგრამი პური საცალო ქსელში დაახლოებით 1,5-1,7 ლარი ღირს, ერევანში კი - 1 - 1,2, ბაქოში 1 კგ-ის ფასი საშუალოდ 1,7 ლარია, მინსკში 1, 25 ლარი, კიევში კი 1 კგ პური 1 ლარს არ აღემატება, ასტანაში - 1,2 ლარი ღირს.... პური ყველაზე ძვირი მოსკოვშია, იქ მისი თირებულება 55 რუბლს, დაახლოებით 2, 6 ლარს შეადგენს. თუმცა მოსკოვშიპურზე მოქმედებს ე.წ. სოციალური ტარიფი, რომელიც დაფიქსირებულია და საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია. აღნიშნული ციფრებიდან ირკვევა, რომ რუსეთის გარდა პურის ფასი ყველაზე მაღალი თბილისშია.

საერთოდ, საქართველოში ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზრების კვალდაკვალ მერყეობს, თუმცა თუ იქ მარცვლეული გაიაფდა და თანაც მნიშვნელოვნად, ჩვენთან პურის ფასი ან არ იკლებს, ან მინიმალური რაოდენობით მცირდება. პურის საცალო ფასი ერთი წელი არ შეცვლილა.

მეპურეთა ასოციაციის პრეზიდენტი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ თბილისში პურს, გარდა ძვირი ელექტრომატარებლებისა, დისტრიბუცია და მაღაზიები აძვირებს.

„ერევანში მაღაზიის მფლობელს არ შეუძლია პურზე 5%-ზე მეტი დაამატოს, ჩვენთან კი ზოგიერთი მაღაზია 10%-ს, ზოგი - 15%-ს, ზოგი სულაც 20%-ს უმატებს. ასევე საქართველოში ძვირია ენერგომატარებელი, ხორბალი, თანაც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. ამ ყველაფერს ემატება დღგ-ს გადასახადი. ეს ყველაფერი ზრდის როგორც თვითღირებულებას, ისე პროდუქსიის საბოლოოდ გასაყიდ ფასს“, - ამბობს მალხაზ დოლიძე.


წყარო: გაზეთი "რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42