"თამარ სანიკიძე სკამიდან ვარდება 116-ე სკოლის გაგონებაზე“ - სკანდალი განათლების სისტემაში
საზოგადოება - 12:57, 02 Sep, 2014     13887

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრომ 29 აგვისტოს იმ კანდიდატთა და სკოლების სია გამოქვეყნა, სადაც ეს კანდიდატები სამეურვეო საბჭოებმა სკოლების დირექტორებად უნდა აირჩიონ.

როგორც ცნობილი გახდა, 116-ე სკოლის დირექტორმა დიმიტრი მეჭურჭლიშვილმა ამ სიაში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა. ამავე სკოლის პედაგოგების განცხადებით, მეჭურჭლიშვილი არც განათლებითა და არც კომპეტენციით თავად სამინისტროს კადრებს არ ჩამოუვარდება.

116-ე სკოლის პედაგოგი, „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ თავმჯდომარე დავით ფერაძე, აღნიშნულთან დაკაშირებით გაზეთ „ალიას“ ვრცლად ესაუბრა.

„მას შემდეგ რაც ქალბატონი თამარ სანიკიძე მოგვევლინა მინისტრად, განათლების სამინისტრო შევიდა არნახულ კრიზისში. ჩემი ინფორმაციით, სკოლის მთლიანი სეგმენტი და მასწავლებლები არიან ძალიან უკმაყოფილო და ტემპერატურა ნელ-ნელა მაღლა იწევს სანიკიძის საწინააღმდეგოდ. სამინისტროში არსებობს ორი დაჯგუფება: ერთი, რომელიც მინისტრის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ ვერ ერევა სანიკიძეს და მეორე, რომელიც მას ექვემდებარება“,- აცხადებს დავით ფერაძე.

მისივე განცხადებით, საჯარო სკოლების დირექტორების საბოლოო შერჩევა და სკოლებისთვის წარდგენა დარღვევებით წარიმართა.

„სკოლებში წარადგინეს დირექტორები, რომელთა პროგრამებს საერთოდ არ იცნობდნენ სკოლები და მათი სამეურვეო საბჭოები და რის მიხედვით და რა პრინციპით უნდა აირჩიონ ეს ახალი დირექტორები კაცმა არ იცის. რატომ არის დიქტატის მცდელობა? იმიტომ რომ მასწავლებელმა ვერ გაბედოს ხმის ამოღება და კვლავ დარჩეს ხელფასის ამარა, რომლითაც თავის გადარჩენა ფიზიკურად შეუძლებელია და საცოდავი პედაგოგი 300 ლარით აუცილებლად მოკვდება. ყველაფერი ამის გამო მივედი დასკვნამდე, რომ სანიკიძე უნდა გადადგეს. მე ვმუშაობ 116-ე საჯარო სკოლაში და ამ სკოლის დირექტორი შეეწირა ჩემს აქტივობას, იმას, რომ მე პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მაქვს და მას, რომ ვითხოვდი და ვითხოვ პედაგოგებისათვის ხელფასის გაზრდას იმ ოდენობამდე, რომ პედაგოგმა თავი ირჩინოს. ეს ადამიანი არის დავით მეჭურჭლიშვილი და მე მომაწოდეს სამინისტროდან ინფორმაცია, რომ გაზაფხულზე ის დაიბარეს სამინისტროში და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა დაუწყეს საუბარი, რა ფორმით შეიძლებოდა თავიდან მოვეშორებინე. „ბუნტოვშიკს“ მიწოდებდნენ განათლების სამინისტროში, ამიტომ საშიში ვარ თურმე მათთვის და დროულად უნდა მოვიშოროთო. ჩემს დირექტორს უთქვამს, ფერაძეს კანონდარღვევით ვერ გავათავისუფლებო, მაგრამ ამ ადამიანებმა მაინც მოახერხეს ჩვენს შორის ურთიერთობის დაძაბვა. მეორედ თურმე ისევ შეიკრიბნენ სამინისტროში და სანიკიძის დაჯგუფება თურმე ამბობდა, რომ დიმიტრი მეჭურჭლიშვილი რომელიმე სხვა სკოლში წავიყავოთ კანდიდატად, 116-ე სკოლაში კი შევუშვათ ისეთი დრიექტორი, რომელცი ფერაძეს ჩაუსაფრდება და სკოლიდან გაუშვებსო. როგორც ამ შეკრებაზე მყოფებმა გადმომცეს, იქ სხვა ჯგუფმა განაცხადა, რომ ფერაძის გათავისუფლებით გააღიზიანებთ პედაგოგებს და შეიძლება აქციები დაიწყოსო“,- აცხადებს დავით ფერაძე და დასაძენს, რომ გაჩუმებას არ აპირებს.

ფერაძის ინფორმაციით, იმის გამო, რომ მეჭურჭლიშვილი არცერთ სკოლაში არ წარადგინეს დირექტორად, სამინისტროსთან აქციაც გაიმართა, სანიკიძემ კი აქციის მონაწილეებს დირექტორის გათავისუფლების მიზეზად დაასახელა, რომ მეჭურჭლიშვილმა სკოლის პროფესიული განვითარების სტრატეგიული გეგმა ვერ წარადგინა.

„არადა მეჭურჭლიშვილი ამ საქმის სპეციალისტია. არ ვაპირებთ სკოლაში შესვლას და გაკვეთილების ჩატარებას. თუკი სხვა დირექტორს მოგვიყავნენ 15 სექტემებრს 116-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ განახლდება“,- აღნიშნა ფერაძემ.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ამბავი თამარ სანიკიძის უშუალო ჩარევით მოხდა.

გაზეთი „ალია“ დიმიტრი მეჭურჭლიშვილსაც ესაუბრა:

- დავით ფერაძის გამო მოხდა თქვენი გათავისუფლება?

- აბსოლუტურად მართალია. ესენი მთხოვდნენ, მიიღეთ გადაწყვეტილება ფერაძეზეო, მაგრამ სახელმწიფო სტანდარტებიდან გამომდინარე სერთიფიცირებული პედაგოგია, სახელმძღვანელოს ავტორი და ბავშვებს უყვართ.

- ვინ მოითხოვდა თქვენგან პედაგოგის გაშვებას?

- გენერალური ინსპექცია, რომელიც უკანონოდ და არალეგალურად შემოვიდა ჩვენთან მაშინ, როცა დავით ფერაძემ აქცია ჩაატარა სამინიტროსთან უპრეცედენტო ამბავი მოხდა. პედაგოგის დაგვიანების გამო, სკოლას გამოუცხადეს გაფრთხილება და ესაა კურიოზი განათლების სიტემაში! რა შუაში იყო სკოლა? ისინი პირადაპირ ითხოვდნენ მიიღეთ ამ პედაგოგის მიმართ გადაწყვეტილებაო. ფერაძის აქტივობის გამო სულ გვამოწმებდნენ და სულ იყო ლაპარაკი, როგორ არის ფერაძე? მოგვიკითხეთ ფერაძე. ანუ, ამით მიმანიშნებდნენ, რომ დათო იყო გასათავისუფლებელი. მინისტრი 116-ე სკოლის გაგონებაზე სკამიდან ვარდებოდა, რადგანაც მას, როგორც საჯარო მოხელეს არ აქვს თმენის ვალდებულება. ამიტომ ესაა ერთადერთი მიზეიზი ის რაც მოხდა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა განათლების საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა.

„1-ელ სექტემბერს მინისტრი შევხდა პედაგოგებისა და მშობლების წარმომადგენლებს, რომლებსაც აინტერესებდათ, მოქმედი დირექტორი რატომ არ წარადგინა კომისიამ სამეურვეო საბჭოს წინაშე. საუბრის შემდეგ მათ მიიღეს ამომწურავი პასუხი მინისტრისგან, რატომ არ მოხდა დიმიტრი მეჭურჭლიშვილის წარდგენა 116-ე სკოლაში. კომისიის დასკვნა უკავშირდებოდა დირექტორის ხედვებს ამ სკოლასთან მიმართებაში, ბატონ დიმიტრის შეუძლია, კომისიის ოქმი და ვიდეოჩანაწერი გამოითხოვოს და ამ ფორმით დაამტკიცოს იყო თუ არა უსამართლო კომისიის დასკვნა".


მოამზადა ნინა შადურმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42