წნორის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
საზოგადოება - 16:05, 01 Sep, 2014     1664
დღეს, ქალაქ წნორის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყლით და ახალი ცენტრალური წყალსადენის სისტემითისარგებლებს.

სამშენებლო სამუშაოების გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, არჩილ ცაბუტაშვილი, კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამუშაოებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ზიმო“ განახორციელებს.

პროექტს, რომლის საერთო ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი აფინანსებს. სამუშაოებზე 500-მდე პირი დასაქმდება, რაც ადგილობრივებისათვის დამატებითი ფინანსური შემოსავლის წყარო გახდება.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 1250 კუბიანი რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ასევე, იგეგმება სადაწნეო მილსადენების,რეზერვუარების, ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების სრული რეაბილიტაცია და ქალაქის ქსელის I-II-III ზონის მოწყობა. პროექტი 2016 წელს დასრულდება.

ამ დრომდე წნორში წყალმომარაგების სისტემა, ფაქტობრივად, არ არსებობს და ქალაქის 6400 მოსახლე სასმელ წყალს, ცალკეული უბნების მიხედვით, საუბნო ჭაბურღილებიდან იღებს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რომლის საერთო ღირებულება, დაახლოებით, 100 მილიონი ლარია, საქართველოს მასშტაბით, 28 ქალაქში გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42