საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, მდინარე ალაზანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერების მიერ 100 მეტრი სიგრძის ხის კონსტრუქციის თევზსაჭერი, ეგრეთ წოდებული ოჩხი გაანადგურეს.
აღნიშნულ მოწყობილობას ბრაკონიერები სავარაუდოდ, ლოქოსა და სხვა თევზის სახეობების მასობრივი განადგურებისთვის იყენებენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება დაგეგმილი აქვს საქართველოს სხვა რეგიონებშიც. უწყება იმედოვნებს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის ეფექტურად განხორციელებას და სამართალდარღვევათა შემაკავებელი სისტემის ჩამოყალიბებას.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






