სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საზოგადოება - 13:51, 01 Sep, 2014     1776
შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.

დღეიდან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი უხელმძღვანელებს. მას 2009-2013 წლებში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა. 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე გენერალური შტაბის მრჩეველთა ჯგუფის მრჩევლად მუშაობდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე კი, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ეროვნულ გვარდიაში იგი სამობილიზაციო და რეზერვის სისტემის მხარდაჭერის შემუშავებაზე იმუშავებს.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პოლკოვნიკებს არსენ ცუხიშვილსა და კახაბერ ჩიხრაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

ნინა შადური




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42