გიორგი თარგამაძე: მივესალმები სატარიფო პოლიტიკის გადახედვის მცდელობას
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:47, 24 Dec, 2012     617


,,ახალი მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებები ელექტროენერგიის ტარიფის კლებასთან დაკავშირებით მიღწეულ გადაწყვეტილებებზე ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია და პირველ რიგში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ წლების მანძილზე ქრისტიან-დემოკრატების მცდელობა - კომუნალური საგადასახადო ტარიფების შემცირებით შეღავათი მიგვეცა მოსახლეობისთვის და ქართული ბიზნესისთვის, იყო დასაბუთებული და ამის რესურსი არსებობდა. წინა ხელისუფლების პოლიტიკა და დამოკიდებულება ქრისტიან-დემოკრატების წინადადებებისადმი და ზოგადად, ტარიფების თემის ხელშეუხებლობა, იყო დანაშაულებრივი ეკონომიკური საგადასახადო პოლიტიკის ნაწილი, რამაც ძალიან მძიმე დაღი დაასვა ჩვენი ქვეყნის ოჯახებისა თუ ეკონომიკის მდგომარეობას.
პარტია მიესალმება სატარიფო პოლიტიკის გადახედვის მცდელობას ახალი მთავრობის მხრიდან და ელის, რომ ინტენსიური მუშაობა ბუნებრივი აირისა და წყლის გადასახადის მიმართულებითაც გაგრძელდება.

თარგამაძე მიიჩნევს, რომ უნდა გაიაფდეს 300 კილოვატზე მეტის მომხმარებელი საშუალო ფენისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და ქართული ბიზნესისთვის.

,,ქართული პროდუქციის სიძვირის ძირითადი განმაპირობებელი საბანკო სესხებთან და სხვა მაკროეკონომიკურ პრობლემებთან ერთად არის სწორედ მაღალი ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე. ამ მხრივ ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითი მაინც გავითვალისწინოთ, სადაც ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებისა და ამ გზით სამუშაო ადგილების შექმნის ხელშესაწყობად ბიზნესისთვის, იურიდიული პირებისთვის ტარიფების მოცულობა კერძო აბონენტებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია. ,,ქრისტიან-დემოკრატები" ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილებას, თუმცა  ეს არის პირველი და სრულიად არასაკმარისი ნაბიჯი იმ საერთო მიზნის განსახორციელებლად, რასაც ქვეყანაში ადეკვატური, დასაბუთებული და ყველასთვის მისაღები ტარიფების შემოღება ჰქვია."- აცხადებს თარგამაძე.

თარგამაძის პარტია  მზადყოფნას გამოხატავს, ამ თემებზე მუშაობის დროს მის ხელთ არსებული  დასაბუთებული პოზიცია შესაბამის უწყებებს მიაწოდოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42