სასწრაფო დახმარებით მომსახურეობასთან დაკავშირებით, დღეიდან არაფერი იცვლება - სერგეენკო
საზოგადოება - 12:14, 01 Sep, 2014     1162
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც დღეიდან სასწრაფო დახმარების მანქანები განსხვავებული პროტოკოლით იმოქმედებენ.

მინისტრმა განმარტა, რომ სასწრაფო დახმარების მომსახურეობასთან დაკავშირებით დღეიდან არაფერი იცვლება.

“მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ და რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციას, რომელიც მართალი გითხრათ არ ვიცი საიდან არის წამოსული და უბრალოდ ზედმეტი მღელვარების საფუძველს ქმნის, რომ დღეიდან სასწრაფო დახმარების მანქანები განსხვავებული პროტოკოლით იმოქმედებენ. გარწმუნებთ, რომ ამ მხრივ დღეიდან არაფერი ცვლილება არ არის მოაზრებული, მომსახურეობა გრძელდება ისევ ისე, როგორც იყო, ხოლო პრიორიტეტები, რაზეც ჩვენ ვამბობდით, წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაინერგება. ეს იქნება ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გაკონტროლდეს სასწრაფო დახმარების მომსახურეობის ხარისხი და არა პირიქით, ბარიერი შეუქმნას მოსახლეობას. პრიოროტეტები გამოძახების დროს გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა რამდენიმე გამოძახებაა და ნაკლები ბრიგადა. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მორიგემ ბრიგადა გაუშვას ავტოსაგზაო შემთხვევაზე და არა მაგალითად მაღალ ტემპერატურაზე“, - განაცხადა სერგეენკომ.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42